warning
ამ ღონისძიებაზე ბილეთის შესაძენად,
საჭიროა გაიაროთ ვერიფიკაცია
Apply For Verification

ზოგადი წესები და პირობები

  • ონლაინ ბილეთის შეძენა შეუძლიათ რეგისტრაცია გავლილ მომხმარებლებს.

  • 18 წლამდე პირები ფესტივალზე არ დაიშვებიან.

  • ბილეთის შეძენა შესაძლებელია ვიზა და მასტერქარდის პლასტიკური ბარათებით.

  • ფესტივალზე მოსახვედრად აუცილებელია წარმოადგინოთ: ამობეჭდილი ბილეთი ან მასზე დატანილი QR კოდი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

  • გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება.

  • ფესტივალის მიმდინარეობის დროს არ უნდა გამოიყენოთ ტელეფონის ფლეშ სანათი.

  • ფესტივალის ტერიტორიაზე დატოვებულ ნივთებზე ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს.

  • ტერიტორიაზე აკრძალულია ცივი იარაღების, ფეთქებადი და აალებადი ნივთების შეტანა.

Generic Terms and Conditions

  • Only registered users can purchase online tickets.

  • People below the age of 18 will not be allowed at the festival.

  • It is possible to purchase tickets with a Visa and MasterCard plastic cards.

  • To get to the festival, you need to have printed ticket or a QR code and an ID card.

  • Purchased tickets can not be returned.

  • You are not allowed to use flashlights during the festival

  • The administration doesn’t take responsibility for the items left at the festival

  • It is prohibited to bring cold weapons, explosive/flammable materials.

DECODER: SOLOMUN / TADE

DECODER: SOLOMUN / TADE

Date:

09-02-2022

Place:

SPACEHALL KUSTBA

Doors Open:

23:55PM

Price:

- GEL

ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი DECODER შემოდგომის სერიას 2 სექტემბერს , SPACEHALL KUSTBA-ს ღია სივრცეში უმასპინძლებს. SOLOMUN თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული არტისტია, რომლის აქტიური მუსიკალური შემოქმედება ორ დეკადას ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში მელოდიური ტონალობებისა და საცეკვაო რითმების სინთეზით შექმნილი მისი კომპოზიციები გლობალური მასშტაბით ყველაზე დიდი და ხალხმრავალი ფესტივალების ჰიტად იქცა.საყოველთაო აღიარებამდე, მისი მოგზაურობა მუსიკის სამყაროში ფირფიტებისა და ჩანაწერების შეგროვებით დაიწყო, რამაც უბიძგა თავად შეექმნა მუსიკა. 2005 წელს მეგობრებთან ერთად დაფუძნებული ლეიბლის DIYNAMIC ფარგლებში გამოშვებული ალბომები მალევე მოექცა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში, ხოლო მზარდი პოპულარობისა და დასამახსოვრებელი, მიმზიდველი, მსმენელისთვის ადვილად აღსაქმელი მუსიკის დამსახურებით ის ჰედონისტების ერთ-ერთი საყვარელი კუნძულის, იბიცას კლუბების რეზიდენტად იქცა.SOLOMUN-ის თავდაუზოგავმა სიყვარულმა Do it Yourself ესთეტიკის მიმართ მის საქმიანობას მრავალი შრეები შესძინა. ამჟამად იგი დიჯეობასთან და პროდიუსერობასთან ერთად ორი ლეიბლის, DIYNAMIC და 2DIY4 მესვეურობას ითავსებს, ბერლინური კლუბის, EGO დამფუძნებელი და DIYNAMIC-ის რადიო შოუების ავტორი. სხვადასხვა წლებში SOLOMUN-ს მოპოვებული აქვს გამარჯვებულის ტიტული წლის საუკეთესო დიჯეის, საუკეთესო ალბომის, საუკეთესო ლეიბლისა და საუკეთესო პროდიუსერის ნომინაციებში.საფესტივალო ღამეზე მასთან ერთად დაუკრავს ადგილობრივი სცენის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიჯეი და პროდიუსერი, თადე თოდუა პროექტით TADE, რომლის პირველი აღიარება კანადურ ლეიბლზე DASH DEEP RECORDS და მოგვიანებით, UNDERYOURSKIN RECORDS-ზე გამოცემულ ჩანაწერებს მოჰყვა. კრიტიკოსებისა და ელექტრონული მუსიკის ენთუზიასტებისგან მიღებული მაღალი შეფასებების შემდეგ TADE ადგილობრივი კლუბებისა და ფესტივალების ხშირ სტუმრად და DECODER-ის ხანგრძლივ მეგობრად იქცა. სტილისტური მრავალფეროვნების წყალობით ის ყოველთვის საუკეთესოდ ახერხებს საკლუბო და საფესტივალო ღამე მრავალი და სხვადასხვა მიმართულების მქონე არტისტებთან ერთად ნამდვილ დღესასწაულად აქციოს.

Online Tickets:
tkt.ge/event/299488/decoder-solomun-tade


Age: 18+