warning
ამ ღონისძიებაზე ბილეთის შესაძენად,
საჭიროა გაიაროთ ვერიფიკაცია
Apply For Verification

ზოგადი წესები და პირობები

  • ონლაინ ბილეთის შეძენა შეუძლიათ რეგისტრაცია გავლილ მომხმარებლებს.

  • 18 წლამდე პირები ფესტივალზე არ დაიშვებიან.

  • ბილეთის შეძენა შესაძლებელია ვიზა და მასტერქარდის პლასტიკური ბარათებით.

  • ფესტივალზე მოსახვედრად აუცილებელია წარმოადგინოთ: ამობეჭდილი ბილეთი ან მასზე დატანილი QR კოდი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

  • გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება.

  • ფესტივალის მიმდინარეობის დროს არ უნდა გამოიყენოთ ტელეფონის ფლეშ სანათი.

  • ფესტივალის ტერიტორიაზე დატოვებულ ნივთებზე ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს.

  • ტერიტორიაზე აკრძალულია ცივი იარაღების, ფეთქებადი და აალებადი ნივთების შეტანა.

Generic Terms and Conditions

  • Only registered users can purchase online tickets.

  • People below the age of 18 will not be allowed at the festival.

  • It is possible to purchase tickets with a Visa and MasterCard plastic cards.

  • To get to the festival, you need to have printed ticket or a QR code and an ID card.

  • Purchased tickets can not be returned.

  • You are not allowed to use flashlights during the festival

  • The administration doesn’t take responsibility for the items left at the festival

  • It is prohibited to bring cold weapons, explosive/flammable materials.

DECODER ახალ წელს RECONDITE-ს უმასპინძლებს

DECODER ახალ წელს RECONDITE-ს უმასპინძლებს

THAT’S REALLY GOOD SOUND, COULD BE A BASS DRUM.

 

ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი, DECODER ახალ წელს RECONDITE-თან ერთად შეხვდება, რომელსაც ლოკალური სცენის არტისტები TADE და COSMIC LOVE ROTATION გაუმაგრებენ გვერდს.

 

Lorenz Brunner - სასცენო სახელით RECONDITE, ბავარიის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ რეგიონში, Lower Bavaria-ში დაიბადა. 2009 წელს ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად და დააარსა ლეიბლი Planet Records, რომელზეც 3 რელიზი გამოსცა. მალევე მიიქცია საზოგადოების, მათ შორის, დიდი ლეიბლების ყურადღება და დაიწყო აქტიური მუსიკალური მოღვაწეობა. პროდიუსერეული საქმიანობის შემდეგ, მუსიკოსმა დიჯეინგშიც სცადა ბედი და მალევე BERGHAIN / PANORAMA BAR-ში დაუკრა, რაც მას კიდევ უფრო დაეხმარა ტექნო სცენაზე თავის დამკვიდრებაში. Recondite-ს მორიგი წარმატებული ალბომი, Hinterland იყო, რომლის გამოცემამდე მუსიკოსი ქალაქიდან შორს, ტყეში გაემართა. მისი მიზანი, ბუნების ხმების შეგროვება იყო საკუთარი მუსიკისთვის. ,,ვერ ვეგუები თუ ტყეში 3 ან მეტი კვირის განმავლობაში ვერ წავალ. არ ვიცი როგორ ავხსნა, ფრინველები, ჰაერი, ყველაფერი ეს ძალიან მნიშვენოვანია ჩემთვის”. მაგრამ ამ მოგზაურობას ალბათ უფრო მეტად სულიერი დატვირთვა ჰქონდა. მუსიკოსმა Hinterland გამოუშვა Ghostly International-ზე, რის შემდეგაც საკუთარი ლაივ შოუების აქტიური შექმნა დაიწყო და იგი დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო ლაივ შემსრულებელად მიიჩნევა ჰაუს და ტექნო მიმართულებაში. 2014 წელს იგი ნომინირებულიყო იყო DJ Awards-ის ნომინაციაში “Electronic Live Performance”, ხოლო Resident Advisor-მა წლის საუკეთესო ლაივ შემსრულებლის სტატუსი მიანიჭა. ,,Recondite ის არტისტია, რომელიც ყველა გამოწვევას პასუხობს. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მისი ლაივები მაქსიმალურად ელეგანტური და ოპტიმიზირებულია“. იგი საკუთარ ტრეკებს გამოსცემს ისეთ ლეიბლებზე, როგორებიც არიან: Dystopian, Innervisions, Hotflush Recordings და სხვა. მისი ერთ-ერთი ალბომი „Iffy2014 წელს Dixon და Âme-ს მიერ დაარსებულ ლეიბლზე გამოვიდა. დღემდე გამოცემული აქვს 5 ალბომი და ოცამდე EP.

 

თადე თოდუა, სასცენო სახელით TADE - ადგილობრივი სცენის წარმატებული პროდიუსერი და DJ. მისი პირველი რელიზი 2012 წელს კანადურ ლეიბლ DASH DEEP RECORDS-ზე გამოვიდა. 2019 წელს გამოსცა მეორე ალბომი - Celestial Album (DM020). ,, TADE საქართველოდან, გვთავაზობს მის უნიკალურ კომპლექსურ ჟღერადობას და ატმოსფერულ გრძნობას კომპოზიციებში“. Tade-ს კარგი სიახლეებიც აქვს, რომელსაც მისი მსმენელი ძალიან მალე გაიგებს .

 

COSMIC LOVE ROTATION, იგივე ბესო მახარობლიძე. მისი სეტები მდიდარდია Acid-house, Cosmic-Disco და Electro-industrial ელემენტებით. 2015 წელს, ტექნო სცენაზე მის წარმატებაში, დიდი როლი ითმაშა წარსულში ფორტეპიანოზე დაკვრის გამოცდილებამ. ის უკვე საკუთარ დიჯეი სკოლს და რადიო შოუს, MORNIN LINE ფლობს.

 

31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, DECODER თავის აუდიტორიას გამორჩეულ საღამოს უმზადებს, რომელიც მსმენელისთვის დაუვიწყარ მოგონებად დარჩება.