warning
ამ ღონისძიებაზე ბილეთის შესაძენად,
საჭიროა გაიაროთ ვერიფიკაცია
Apply For Verification

ზოგადი წესები და პირობები

  • ონლაინ ბილეთის შეძენა შეუძლიათ რეგისტრაცია გავლილ მომხმარებლებს.

  • 18 წლამდე პირები ფესტივალზე არ დაიშვებიან.

  • ბილეთის შეძენა შესაძლებელია ვიზა და მასტერქარდის პლასტიკური ბარათებით.

  • ფესტივალზე მოსახვედრად აუცილებელია წარმოადგინოთ: ამობეჭდილი ბილეთი ან მასზე დატანილი QR კოდი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

  • გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება.

  • ფესტივალის მიმდინარეობის დროს არ უნდა გამოიყენოთ ტელეფონის ფლეშ სანათი.

  • ფესტივალის ტერიტორიაზე დატოვებულ ნივთებზე ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს.

  • ტერიტორიაზე აკრძალულია ცივი იარაღების, ფეთქებადი და აალებადი ნივთების შეტანა.

Generic Terms and Conditions

  • Only registered users can purchase online tickets.

  • People below the age of 18 will not be allowed at the festival.

  • It is possible to purchase tickets with a Visa and MasterCard plastic cards.

  • To get to the festival, you need to have printed ticket or a QR code and an ID card.

  • Purchased tickets can not be returned.

  • You are not allowed to use flashlights during the festival

  • The administration doesn’t take responsibility for the items left at the festival

  • It is prohibited to bring cold weapons, explosive/flammable materials.

RECONDITE - ის რიგით მეექვსე ალბომი - DWELL

RECONDITE - ის რიგით მეექვსე ალბომი - DWELL

გერმანელი მუსიკოსი Lorenz Brunner, იგივე Recondite, Daemmerlicht-ის შემდეგ, 2020 წლის იანვარში ახალ, რიგით მეექვსე ალბომს - DWELL, გამოუშვებს.

 

არტისტი, რომლის შემოქმედებაც ყოველთვის გამოირჩევა ღრმა მელანქოლიური და მედიტაციური ჟღერადობით, ახალ ალბომს 24 იანვარს, ლეიბლ Ghost international-ზე გამოუშვებს. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს, ამავე ლეიბლზე გამოიცა მისი ალბომი HINTERLAND. ,,მუსიკა ჩემთვის თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. კონკრეტული ხასიათის გადმოცემა წინასწარ არასოდეს მაქვს დაგეგმილი. მელოდია პროცესის დროს, თავისთავად მოდის”. მელოდიური ტექნოს მიმართულებით ახალი LP, არტისტის ხელწერის ერთგვარი გაგრძელება იქნება. ,,მიუხედავად იმისა, ვიცვლები თუ არა, ვცდილობ თანმიმდევრული ვიყო. ეს დაახლოებით ლაშქრობას ჰგავს, როცა ჩერდები, ირგვლის მიმოიხედავ და პეიზაჟით ტკბები. შენ შეიძლება იცოდე რომელი გზით გსურს სვლის გაგრძელება, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში, უბრალოდ ცხოვრობ და აკვირდები”.

 

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს, SPACEHALL-ში, DECODER-ის საახალწლო ღონისძიებაზე სწორედ Recondite-ს ვუმასპინძლებთ. მასთან ერთად მსმემელისთვის დაუკრავენ ლოკალური სცენის არტისტები, TADE და COSMIC LOVE ROTATION.