warning
ამ ღონისძიებაზე ბილეთის შესაძენად,
საჭიროა გაიაროთ ვერიფიკაცია
Apply For Verification

ზოგადი წესები და პირობები

  • ონლაინ ბილეთის შეძენა შეუძლიათ რეგისტრაცია გავლილ მომხმარებლებს.

  • 18 წლამდე პირები ფესტივალზე არ დაიშვებიან.

  • ბილეთის შეძენა შესაძლებელია ვიზა და მასტერქარდის პლასტიკური ბარათებით.

  • ფესტივალზე მოსახვედრად აუცილებელია წარმოადგინოთ: ამობეჭდილი ბილეთი ან მასზე დატანილი QR კოდი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

  • გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება.

  • ფესტივალის მიმდინარეობის დროს არ უნდა გამოიყენოთ ტელეფონის ფლეშ სანათი.

  • ფესტივალის ტერიტორიაზე დატოვებულ ნივთებზე ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს.

  • ტერიტორიაზე აკრძალულია ცივი იარაღების, ფეთქებადი და აალებადი ნივთების შეტანა.

Generic Terms and Conditions

  • Only registered users can purchase online tickets.

  • People below the age of 18 will not be allowed at the festival.

  • It is possible to purchase tickets with a Visa and MasterCard plastic cards.

  • To get to the festival, you need to have printed ticket or a QR code and an ID card.

  • Purchased tickets can not be returned.

  • You are not allowed to use flashlights during the festival

  • The administration doesn’t take responsibility for the items left at the festival

  • It is prohibited to bring cold weapons, explosive/flammable materials.

STEVE BUG - პირველ იანვარს თბილისს DECODER-ის ფარგლებში ეწვევა

STEVE BUG - პირველ იანვარს თბილისს DECODER-ის ფარგლებში ეწვევა

 GENTLEMAN OF TECHNO

 

1 იანვარს, DECODER-ის სცენა, ელექტრონული მუსიკის გამორჩეულ და მნიშვნელოვან ფიგურას - STEVE BUG-ს დაეთმობა. საცეკვაო სცენის პიონერი, რომელსაც ელექტრონული მუსიკის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, Techno და Acid House-ის გარდამტეხ პერიოდში გაიზარდა. მისი სიყვარული იდეალური ჟღერადობის მიმართ, ახლაც ისეთივე ცხადი და აშკარაა, როგორც დასაწყისში. ბრემენსა და ჰამბურგში, დიჯეინგის ადრეული პერიოდიდანვე შესამჩნევი იყო არტისტის დიდი ნიჭი, რომელიც განვითარებასა და ხელშეწყობას ელოდა. 1993 წელს, Steve Bug-ის პირველი ნამუშევარი გამოიცა და არტისტის მუსიკალური თავგადასავალიც დაიწყო. მისმა შესაძლებლობებმა, მახვილმა და ინოვაციურმა სმენამ, გზა გაუკვალა, არა 90-იანების დამახასიათებელი Trance და Dance სცენისკენ, არამედ ახალი, მრავალფეროვანი ჟღერადობების მქონე - Deep House, Tweaked out acid და techno-ს მინიმალური ფორმებისკენ. რაც შეეხება არტისტის უკანასკნელ ალბომს - Collaboratory, 9 ივნისს, Poker Flat recordings-ზე გამოიცა. ალბომი, ლამაზი, ორიგინალური კომპოზიციების ერთობლიობას წარმოადგენს, სადაც Steve-მა რამდენიმე მის რჩეულ პროდიუსერთან და მეგობართან ერთად იმუშავა. მათ შორის არიან: Cle, Cassy, Donnacha Costello, Simon Flower

მუსიკოსი, გემოვნენიანად ფარავს ზღვარს, თავშეკავებულ, ღრმა ანდერგრაუნდსა და ამაღელვებელ მომენტებს შორის. მას ყოველწლიურად სხვადასხვა წამყვან კლუბებსა თუ ფესტივალებზე იწვევენ, მათ შორისაა მისი საყვარელი ფესტივალი - Fusion, სადაც ერთ-ერთ მთავარ არტისტად გვევლინება.

 

გარდა მოწვეული არტისტისა, 1 იანვარს, SPACEHALL-ში შეკრებილი მსმენელისთვის, სამამულო სცენის წარმატებული Dj და პროდიუსერი, Nicole დაუკრავს. მისი მუსიკალური კარიერა, 18 წლის ასაკში, დუო “Body Thrills”-ით დაიწყო. 2018 წელს, Boiler Room-ზე წარმატებული შესრულების შემდეგ, ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ქალ შემსრულებლად მიიჩნევა და აქტიურად იწვევენ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, პრაღაში, სტოქჰოლმში, ბერლინში და ა.შ. აღსანიშნავია, რომ 28 იანვარს, Eerie Records-ზე, მისი პირველი EP გამოიცემა, რომელშიც 4 კომპოზიცია იქნებ შესული. DECODER-ის საფესტივალო სერია, პირველად უმასპინძლებს ნატა ბერაძეს, სასცენო სახელით NEUX. 22 წლის Dj არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა ასპარეზზე, თუმცა სწრაფი ნაბიჯებით მოახერხა მსმენელის ყურადღების მიქცევა. მისი მუსიკა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ცდილობს კონკრეტული ჟანრის ჩარჩოებში არასოდეს მოექცეს და დაუკრას ის, რასაც გრძნობს. ნატასთვის ყოველი ახალი აუდიტორია, ახალი ენერგეტიკა და გამოწვევაა. ვფიქრობთ, რომ DECODER-ის მსმენელის წინაშე მის დებიუტს, წარმატებული გაგრძელება ექნება.

 

2020 წლის პირველ ღამეს, როდესაც Decoder-ის სტუმრები კიბეს ჩაივლიან და საცეკვაო მოედანზე შეაბიჯებენ, დაიწყება პირველი მოგზაურობა, სადაც მუსიკა, მოცეკვავეებთან ერთად, სათქმელს აუცილებლად იტყვის!