warning
ამ ღონისძიებაზე ბილეთის შესაძენად,
საჭიროა გაიაროთ ვერიფიკაცია
Apply For Verification

ზოგადი წესები და პირობები

  • ონლაინ ბილეთის შეძენა შეუძლიათ რეგისტრაცია გავლილ მომხმარებლებს.

  • 18 წლამდე პირები ფესტივალზე არ დაიშვებიან.

  • ბილეთის შეძენა შესაძლებელია ვიზა და მასტერქარდის პლასტიკური ბარათებით.

  • ფესტივალზე მოსახვედრად აუცილებელია წარმოადგინოთ: ამობეჭდილი ბილეთი ან მასზე დატანილი QR კოდი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

  • გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება.

  • ფესტივალის მიმდინარეობის დროს არ უნდა გამოიყენოთ ტელეფონის ფლეშ სანათი.

  • ფესტივალის ტერიტორიაზე დატოვებულ ნივთებზე ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს.

  • ტერიტორიაზე აკრძალულია ცივი იარაღების, ფეთქებადი და აალებადი ნივთების შეტანა.

Generic Terms and Conditions

  • Only registered users can purchase online tickets.

  • People below the age of 18 will not be allowed at the festival.

  • It is possible to purchase tickets with a Visa and MasterCard plastic cards.

  • To get to the festival, you need to have printed ticket or a QR code and an ID card.

  • Purchased tickets can not be returned.

  • You are not allowed to use flashlights during the festival

  • The administration doesn’t take responsibility for the items left at the festival

  • It is prohibited to bring cold weapons, explosive/flammable materials.

ახალი მუსიკალური ონლაინ პლატფორმა - MUTANT RADIO

Mutant Radio რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელში გამოჩნდა და უკვე უამრავი ადამიანის ყურადღება მიიქცია. LIVE სტრიმები, მიქსები, საავტორო გადაცემები, პანელ დისკუსიები, workshop-ები თუ ინტერვიუები… ეს არის მუსიკალური ონლაინ პლატფორმა, რომელიც ერთი კონკრეტული ჟანრით არ შემოიფარგლება, მეტიც, ის აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს, რაც მის მნიშვნელობას უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის.

 

 

Mutant Radio-ს შექმნის იდეა უკავშირდება ნინა ბოჭორიშვილს, თათა ჯანაშიას და ვლადიმერ ნაჭყებიას.

,, რადიოს ფიზიკურ ნაწილზე რომ ვისაუბროთ, ეს არის ხის ქარავანი, რომელიც არის მობილური და შესაძლებელია მისი გადაადგილება ”.

 

 

რადიოს მიზანია აღმოაჩინოს ახალი ტალანტები, ხელი შეუწყოს მათ განვითარებას. გუნდის მიზანია წვლილი შეიტანონ მუსიკალური კულტურის გავრცელებაში, როგორც თბილისში და რეგიონებში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მთელი დღის განმავლობაში მსმენელს საშუალება ეძლევა მოუსმინოს გემოვნებიან მუსიკას და იხილოს, როგორც დამწყები, ასევე ბევრისთვის კარგად ცნობილი არტისტები, როგორებიც არიან: Nina Supsa, Kraumur, Hamatsuki, Natalie Beridze, Voiski, Nikakoi, Kvanchi, Gacha ... აგრეთვე თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ კვირეულ შოუებს, სადაც იხილავთ: ნია გვათუას ( LOVE IS IN THE AIR ), ჯაბა შავიშვილს ( DIGGერი ), რეზი ხუნწელიასგიორგი მოზგოვოის ( BASICS ) ...

 

 

ნინა ბოჭორიშვილის თქმით, რადიოს გახსნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც  თბილისში ჰოლანდიური RED LIGHT RADIO-ს რამოდენიმე საღამო ჩაატარეს. ,,ამ ივენთებს ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა და ჩვენც მივხვდით, რომ ესეთი პლატფორმა საქართველოშიც აუცილებელი იყო”.

 

 

სამომავლოდ, Mutant Radio, FM სიხშირეზე გადასვლასაც გეგმავს, რაც ქართველი მუსიკოსების და ქართული სცენის განვითარებას, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. ,, ახლო მომავლის გეგმებს რაც შეეხება, ვგეგმავთ უფრო მეტი გადაცემა დავამატოთ - სხვადსხვა მუსიკალურ მიმართულებებზე, და რაც შეიძლება მალე გავიდეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ".