warning
ამ ღონისძიებაზე ბილეთის შესაძენად,
საჭიროა გაიაროთ ვერიფიკაცია
Apply For Verification

ზოგადი წესები და პირობები

  • ონლაინ ბილეთის შეძენა შეუძლიათ რეგისტრაცია გავლილ მომხმარებლებს.

  • 18 წლამდე პირები ფესტივალზე არ დაიშვებიან.

  • ბილეთის შეძენა შესაძლებელია ვიზა და მასტერქარდის პლასტიკური ბარათებით.

  • ფესტივალზე მოსახვედრად აუცილებელია წარმოადგინოთ: ამობეჭდილი ბილეთი ან მასზე დატანილი QR კოდი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

  • გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება.

  • ფესტივალის მიმდინარეობის დროს არ უნდა გამოიყენოთ ტელეფონის ფლეშ სანათი.

  • ფესტივალის ტერიტორიაზე დატოვებულ ნივთებზე ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს.

  • ტერიტორიაზე აკრძალულია ცივი იარაღების, ფეთქებადი და აალებადი ნივთების შეტანა.

Generic Terms and Conditions

  • Only registered users can purchase online tickets.

  • People below the age of 18 will not be allowed at the festival.

  • It is possible to purchase tickets with a Visa and MasterCard plastic cards.

  • To get to the festival, you need to have printed ticket or a QR code and an ID card.

  • Purchased tickets can not be returned.

  • You are not allowed to use flashlights during the festival

  • The administration doesn’t take responsibility for the items left at the festival

  • It is prohibited to bring cold weapons, explosive/flammable materials.

დარჩი სახლში და მოუსმინე.

უკვე ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სახლებში შევედით და კარები განუსაზღვრელი დროით მივიხურეთ. გადაღლილი ყოველდღიურობის ფონზე, თვითიზოლაციის პირველი დღეები სასიამოვნოც კი აღმოჩნდა, თუმცა დროის გასვლასთან ერთად, როცა ფანჯრებიდან გათენებას ვაკვირდებით, ყოველი დილა თითქოს უფრო მოსაწყენი გვეჩვენება. სწორედ ამიტომ, DECODER-ის დღევანდელ ბლოგში შემოგთავაზებთ 10 ალბომს, რომლითაც ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს, იზოლაციას კიდევ უფრო შეგიმსუბუქებთ.

 

 

1.  არტისტი, რომლის სახელსაც უკავშირდება DECODER-ის ისტორიის ათვლის წერტილი, მსმენელს ახალი პროექტით, Against All Logic დაუბრუნდა. ცნობილი მუსიკოსის, Nicolas Jaar-ის ახალი ალბომი Cenizas, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოიცა, 13 კომპოზიციისგან შედგება.

 

2. 5 წლიანი პაუზის შემდეგ, Squarepusher-მა Warp Records-ზე ახალი ალბომი, Be Up a Hello გამოუშვა, რომელშიც 9 კომპოზიციაა თავმოყრილი

 

3.არც სამამულო სცენის წარმომადგენელს, გიგი ჯიქიას დარჩენია იზოლაციაში მოქცეული მსმენელი ყურადღების მიღმა და მათი გამხნევება ახალი ალბომით, Alignment გადაწყვიტა. გამოხმაურებებით თუ ვიმსჯელებთ, HVL-ს ეს მცდელობა, შესანიშნავად გამოუვიდა.

 

4. Giegling-ის ოჯახის წევრის Leafar Legov-ის ალბომი Mirror, ნამდვილად შედის ამ წლის საუკეთესო ალბომებში.

 

5. Electric Indigo-მ 2018 წლის შემდეგ, მისი რიგით მეორე ალბომი Ferrum გამოსცა.

 

6.. დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მუსიკოსი Yves Tumor-ის ალბომი Heaven to a Tortured Mind არტისტის განსხვავებულ მხარეს დაგანახებთ.

 

7. თვითიზოლაციის პირობებში, Four Tet-ის ახალი ალბომი Sixteen Oceans თავისი ატმოსფერული ჟღერადობით, ჰარმონიულობასა და სიმშვიდეს შეგმატებთ.

 

8. კანადელი არტისტის Dan Snaith-ის, იგივე Caribou-ს უკანასკნელი LP Suddenly, 12 მელოდიური კომპოზიციისგან შედგება. 

 

9. დეტროიტელი არტისტის, Omar S-ის ალბომი You Want, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ ჰაუს ჟღერადობა გაზაფხულის თბილ დღეებს განსაკუთრებულად უხდება.

 

10. ლონდონელი არტისტი Beatrice Dillon-ის სადებიუტო ალბომი Workaround, რომელიც ლეიბლ PAN-ზე გამოიცა.