warning
ამ ღონისძიებაზე ბილეთის შესაძენად,
საჭიროა გაიაროთ ვერიფიკაცია
Apply For Verification

ზოგადი წესები და პირობები

  • ონლაინ ბილეთის შეძენა შეუძლიათ რეგისტრაცია გავლილ მომხმარებლებს.

  • 18 წლამდე პირები ფესტივალზე არ დაიშვებიან.

  • ბილეთის შეძენა შესაძლებელია ვიზა და მასტერქარდის პლასტიკური ბარათებით.

  • ფესტივალზე მოსახვედრად აუცილებელია წარმოადგინოთ: ამობეჭდილი ბილეთი ან მასზე დატანილი QR კოდი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

  • გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება.

  • ფესტივალის მიმდინარეობის დროს არ უნდა გამოიყენოთ ტელეფონის ფლეშ სანათი.

  • ფესტივალის ტერიტორიაზე დატოვებულ ნივთებზე ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს.

  • ტერიტორიაზე აკრძალულია ცივი იარაღების, ფეთქებადი და აალებადი ნივთების შეტანა.

Generic Terms and Conditions

  • Only registered users can purchase online tickets.

  • People below the age of 18 will not be allowed at the festival.

  • It is possible to purchase tickets with a Visa and MasterCard plastic cards.

  • To get to the festival, you need to have printed ticket or a QR code and an ID card.

  • Purchased tickets can not be returned.

  • You are not allowed to use flashlights during the festival

  • The administration doesn’t take responsibility for the items left at the festival

  • It is prohibited to bring cold weapons, explosive/flammable materials.

Richie Hawtin - From His Mind To Yours

მახსოვს, როდესაც კანადაში მთელი ოჯახი  ჩავფრინდით, პირველი, რამაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, კაბელების დანახვა იყო. ინგლისში, სადაც მანამდე ვცხოვრობდი, კაბელები ძირითადად მიწის ქვეშ გადის, კანადის პეიზაჟად კი ყოველთვის დათვები, მთები და გორაკები წარმომედგინა. აღმოჩნდა, რომ ბეტონის და კაბელების ქვეყანაში მოვხვდი. დედაჩემი ირგვლივ იყურებოდა და ისტერიულად იმეორებდა: ეს რა ჩავიდინეთ, აქ ჩამოსვლა სიგიჟე იყო“ - ინგლისის პატარა სოფლიდან კანადაში საცხოვრებლად გადასვლა 10 წლის რიჩი ჰოტინისთვის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ახალ სივრცეში სწრაფი ადაპტირება მან ორი გზით სცადა: პირველი იყო ბრიტანული აქცენტის მოშორება, მეორე კი - მუსიკა. მისთვის და მისი თაობის ბევრი ახალგაზრდისთვის  ყველაზე საინტერესო ალტერნატიული ჟღერადობა კი შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ნაწილში, მიჩიგანის შტატში ჟღერდა. ტექნო - ახალი თაობის ავანგარდული მუსიკა რიჩისთვის კომუნიკაციის ყველაზე მარტივი გზა აღმოჩნდა. თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რომ მას ჰოტინი არა უბრალოდ თანაქალაქელებთან, არამედ მილიონობით ადამიანთან კომუნიკაციისთვის გამოიყენებდა. არავინ, თავად რიჩი ჰოტინის გარდა.

 

თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სცენა ძალიან სწრაფად პოულობს გმირებს და ასეთივე სისწრაფით კარგავს მათ, თუმცა არსებობენ ისეთი არტისტებიც, რომელთაც ნებისმიერი ტალღის ქიმზე მოხვედრა შეუძლიათ. რიჩი სწორედ ასეთი არტისტია - ინოვატორი, რომელიც განსაკუთრებული ალღოს წყალობით წლებით ადრე ხვდებოდა იმას, რასაც ბევრი ვერც პოსტ ფაქტუმ ამჩნევს. სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა, არსებობდა კლუბი Shelter, სადაც თინეიჯერ ჰოტინს თავისი ღონისძიებების სერია Confusion ჰქონდა. სწორედ აქ შეხვდა ის  John Acquaviva და Kenny Larkin-ს. ეს უკანასკნელი წლების მანძილზე ერთადერთი შავკანიანი არტისტი იყო, რომელმაც „ევროპის ტრანსპლანტებად“ ცნობილ არტისტებთან საქმე დაიჭირა. ადგილობრივ სცენასთან ასიმილაციის პრობლემას ძალიან ბევრი საინტერესო წინაპირობა ჰქონდა, მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ როგორც რიჩი, ასევე მისი და აქვავივას მიერ დაარსებული ლეიბლი Plus 8 ძალიან თამამ და ზოგჯერ თავხედურ გადაწყვეტილებებზეც კი მიდიოდა.

 

სანამ Plus 8 დღის სინათლეს იხილავდა, ორივე მეგობარი დიდი ხნის განმავლობაში Derrick May-ის Transmat-ზე მოხვედრას ცდილობდა. ვინაიდან დერიკი ახალგაზრდა არტისტებით არც თუ საკმარისად დაინტერესებული აღმოჩნდა, მათ გადაწყვიტეს, რომ თავიანთი პლატფორმა შეექმნათ, რომლის პირველი განაცხადი ჩანაწერი Elements Of Tone იყო. States Of Mind-ის ფსევდონიმით გამოცემული კომპოზიცია ერთის მხრივ ტექნო სცენისთვის მნიშვნელოვან კომპონენტებს შეიცავდა, მეორეს მხრივ კი იმ პერიოდისთვის ახალი ტრენდის, შეფილდის ‘საუნდის’ ელემენტებსაც ეხებოდა. ე.წ. შეფილდის ტრენდი ჯერ კიდევ ახალი ტექნო სცენისთვის კიდევ უფრო ახალი განზომილებების დამატებას გულისხმობდა, რაც რასაკვირველია ახალბედა არტისტების კონტექსტში ძალიან ამბიციურად ჟღერდა. თუმცა ყველაფერი აქ არ მორჩენილა. ძალიან მალე ლეიბლის რიგით მესამე რელიზის უკანა მხარეს გაჩნდა წარწერა „The Future Sound of Detroit”, რისი მიზანიც ერთი შეხედვით ტექნოს საზღვრების გაფართოება იყო, მაგრამ ადგილობრივი სცენისთვის (რომელიც მთლიანად აფროამერიკული კულტურისთვის მონაპოვარი იყო) მსგავსი მარკეტინგული ნაბიჯი კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა. უფრო მეტიც, მათ როგორც რიჩი ჰოტინს, ასევე აქვავივასაც მკაცრად მიანიშნეს, რომ მათი რეპუტაცია  მსგავსი ამბიციური განცხადებების გაკეთების საშუალებას არ იძლეოდა.„პრობლემები სწორედ აქ დაიწყო - ჩვენთვის ეს არ იყო ვიღაცის სცენაზე უხეშად შეჭრა. ჩემთვის დეტროიტი უცხო მიწაც კი არ იყო“ - რიჩი მალევე მიხვდა, რომ სცენის ნაწილად გახდომა ასეთი ადვილი არ იქნებოდა. არც შემცდარა. უბრალოდ ზუსტად ამ დროს მას სულზე მოუსწრო ჩანაწერმა Technarchy, რომელიც მისი და Shelter-ში გაცნობილი კიდევ ერთი არტისტის Daniel Bell-ის საერთო ნამუშევარი იყო. Technarchy დაახლოებით 20 000-იანი ტირაჟით გაიყიდა და კონტროვერსიული Plus 8-ის ბუნდოვანი მომავალი ბევრად უფრო მკაფიო გახადა. აი, ზუსტად აქედან  იწყება იმ რიჩი ჰოტინის ისტორია, რომელმაც ბევრი სარისკო და მტკივნეული გადაწყვეტილების გავლით შეძლო არა მხოლოდ დეტროიტის, არამედ გლობალური ტექნო სცენის სამუდამოდ შეცვლა. მნიშვნელობა არ აქვს როგორ შევაფასებთ ცვლილებებს, ფაქტი ერთია -  რომ არა ის, ბევრი რამ რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა.

 

ლეიბლის ზრდის პარალელურად (არ დაგვავიწყდეს, რომ ზუსტად იმ პერიოდში Underground Resistance ტექნო ტალღის მეორე თაობისთვის ბიბლიას წერს) რიჩის თავშიც ახალი იდეები იბადებოდა. ერთ-ერთ მათგანს Plastikman ჰქვია, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ჰოტინის შემოქმედებითი შესაძლებლობების ერთგვარი კულმინაცია და ზეიმი იყო. პროექტმა აქტიური სახით 20 წელი იარსება, 2014 წელს კი უკანასკნელი (თუმცა ძალიან ნოსტალგიური) ალბომით და გრანდიოზული მწვანე კუბით დაგვამახსოვრა თავი. Plastikman პირველ რიგში იყო ელექტრონული ჟღერადობის გადააზრების მცდელობა და ესიდ კომპონენტებით გაჟღენთილი ახალი წარმატებული ექსპერიმენტი. უფრო კონკრეტულად კი ეს იყო Spastik ან Pakard, ან სულაც Consumed.

 

მიუხედავად იმისა, რომ Plus 8 ბევრი დიდი არტისტის მასპინძელი გახდა, რიჩიმ მაინც გადაწყვიტა, რომ ახალი თაობისთვის ახალი პლატფორმა შეექმნა. ეს ფუნქცია კი იკისრა ლეიბლმა M_nus, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად მთელი დეკადის განმავლობაში ქმნიდა ტექნო მუსიკის ახალ თაობას და ჟღერადობასაც. ამ მიმდინარეობის საბოლოო წერტილი კიდევ ერთი ამბიციური პროექტი ENTER. აღმოჩნდა, რომელიც 2012 წელს იბიცაზე დაიწყო და მთელი მსოფლიო შემოიარა. ღონისძიებების სერიაში, რომელიც ტექნო სცენისთვის უპრეცენდენტოდ მასშტაბური იყო, რიჩი ჰოტინის მუსიკალური იდეების ერთგვარი შეჯამება და დაფიქსირება მოხდა. პარალელურად გამოიკვეთა მისი ინტერესი ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართ, რამაც გაგრძლება როგორც დაკვრის სტილში, ასევე ღონისძიებების კონცეპტებში იპოვა. ENTER-ის შემდეგ მისი მორიგი კონცეპტუალური იდეა გახდა Closer, რომელიც  საკმაოდ მასშტაბური აუდიო-ვიზუალური პროექტია. უნდა აღინიშნოს, რომ დიჯეინგის ციფრული განზომილების პოპულარიზაციაში ჰოტინის წვლილი უდიდესია -  მას ყოველთვის სჯეროდა, რომ მუსიკა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ძველი სკოლის მიმდევრები ამ მიდგომას პრინციპულად აკრიტიკებდნენ, მისი არჩევანი უკვე ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი იყო. წლიდან წლამდე რიჩი მუდმივად ცდილობს  ტექნოლოგიური სიახლეების კუთხით ინოვატორად დარჩეს, რისი ბოლო გამოვლინებაა PLAYdifferently, კომპანია, რომელიც ჰარდვეარის კუთხით ცდილობს არტისტებს და მსმენელს ახლებური მუსიკალური გამოცდილება შესთავაზოს. 

 

რიჩის კარიერის შეჯამება ჯერ კიდევ ადრეა - მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი სათქმელი ძალიან მკაფიოდ თქვა, არასდროს ვიცით რა შეიძლება იყოს შემდეგი, რადგან საქმე ნამდვილად არაპროგნოზირებად, მაგრამ საოცარი ალღოს მქონე პერსონასთან გვაქვს. 22 თებერვალს სცენის ნამდვილი ლეგენდა Claire Morgan და The Forest-თან ერთად Decoder-ზე დაუკრავს.