warning
ამ ღონისძიებაზე ბილეთის შესაძენად,
საჭიროა გაიაროთ ვერიფიკაცია
Apply For Verification

ზოგადი წესები და პირობები

  • ონლაინ ბილეთის შეძენა შეუძლიათ რეგისტრაცია გავლილ მომხმარებლებს.

  • 18 წლამდე პირები ფესტივალზე არ დაიშვებიან.

  • ბილეთის შეძენა შესაძლებელია ვიზა და მასტერქარდის პლასტიკური ბარათებით.

  • ფესტივალზე მოსახვედრად აუცილებელია წარმოადგინოთ: ამობეჭდილი ბილეთი ან მასზე დატანილი QR კოდი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

  • გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება.

  • ფესტივალის მიმდინარეობის დროს არ უნდა გამოიყენოთ ტელეფონის ფლეშ სანათი.

  • ფესტივალის ტერიტორიაზე დატოვებულ ნივთებზე ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს.

  • ტერიტორიაზე აკრძალულია ცივი იარაღების, ფეთქებადი და აალებადი ნივთების შეტანა.

Generic Terms and Conditions

  • Only registered users can purchase online tickets.

  • People below the age of 18 will not be allowed at the festival.

  • It is possible to purchase tickets with a Visa and MasterCard plastic cards.

  • To get to the festival, you need to have printed ticket or a QR code and an ID card.

  • Purchased tickets can not be returned.

  • You are not allowed to use flashlights during the festival

  • The administration doesn’t take responsibility for the items left at the festival

  • It is prohibited to bring cold weapons, explosive/flammable materials.

ზაფხულის 10 საუკეთესო ფესტივალი

  Dance first.Think later

 

ზაფხული დასრულდა, ჰაუს მუსიკას კი,ტალღების ხმასთან ერთად,შემოდგომის სუსხი შეცვლის. მიუხედავად ამისა,  შეგვიძლია რამდენიმე წუთით თბილ დღეებში ვიმოგზაუროთ.

 

გთავაზობთ 2019 წლის 10 საუკეთესო ფესტივალის მიმოხილვას:

 

10.Echowaves Festival 

 

ახალი მუსიკალური ფესტივალი, რომელიც კურორტ ანაკლიაში უკვე მეორედ ჩატარდა. მსმენელს შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა წამყვანი და ადგილობრივი არტისტებისთვის.მონაწილეობა მიეღო სპორტულ თუ გასართობ აქტივობებში. ასევე ადგილზე სტუმრებს შეეძლოთ ღია კინოთეატრით ესარგებლათ. მიუხედავად პოზიტიური განწყობისა, ფესტივალზე რამდენიმე ადამიანიც დააკავეს.

9.Brave Festival

 

დამოუკიდებელი მუსიკისა და კულტურის ფესტივალი, რომელშიც ჩართულია ყველა, როგორც სტუმრები ასევე ორგანიზატორებიც.  Claro Intellecto,Dvs1,Dj Bone, Kanding Ray და სხვა, ქართველი მსმენელისთვის ცნობილმა არტისტებმა დაუკრეს Brave Festival-ზე, რომელიც ჩატარდა 24-25 აგვისტოს კიევში.

8.Kala Festival 

 

ერთკვირიანი ფესტივალი ალბანეთში, ზღვის სანაპიროზე. 2019 წელს Kala Festival-ზე, დაუკრა ცნობილმა ამერიკელმა DJ  და პროდიუსერმა Theo Parish-მა. აქვე ცოცხალი შესრულებით წარდგნენ:Inner City, Jordan Rakei, Herculess&Love Affair, The Pilotwings,A Man Called Adam…

7.Nacht Digital 

 

DVS1, Helena Hauff, Vril, Wata Igarashi … შეუძლებელია ამ ჩამონათვალს გვერდი აუარო.ფესტივალი 22 წლიანი ისტორიით, Olganitz-ში (Leipzig-თან ახლოს) ჩატარდა. ეს არის ადგილი იმათთვის,ვისაც უყვარს უქმეების გატარება ტბაზე,სადაც  ემბიენთ, ჰაუს და ტექნო მუსიკას მოუსმენთ.მოწვეულ არტისტებთან ერთად, Job Jobs-მაც დაუკრა,რომელიც 21 სექტემბერს ცისკარს ეწვევა და ზაფხულის სეზონს დახურავს. 

6.Dimensions Festival    

 

Jeff Mills,Nina Kraviz,Omar S,DJ NOBU,DMX Kr,მათი მოსმენა 28  აგვისტოს შეგეძლოთ Fort Punta Christo-ში. ტექნო, დისკო, ფანკი, სოული და ჯაზი.ჟანრების მრავალფეროვნება ბევრ განსხვავებულ მსმენელს აერთიანებს ისტორიულ ლოკაციაზე, რაც გარემოს ყოველ წელს უფრო საინტრესოდ წარმოაჩენს.

5.Sonar Festival   

 

პირველად 1994 წელს ჩატარდა ბარსელონაში. ფესტივალი დაყოფილია ორ ნაწილად. 

 

1.Sonar by day

2.Sonar by night                                                                                                                                       

2019 წელს  დაანონსებული იყო 130 ცოცხალი შესრულება. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ: DJ Koze, Dixon, Max Cooper, Paul Kalkbernner, Kelly  Moran და მრავალი სხვა. 

4.Glastonburry 

 

 

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი,თანამედროვე შესრულების,არასტანდარტული ფესტივალი ინგლისში.აქვე ნახავთ ცირკს, თეატრს… Glastonburry 48 წელია არსებობს და დღესდღეობით  200 000 ადამიანი ემსახურება,რადგან ის ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურას საჭიროებს. 2019 წელს 79-მდე სცენა იყო განთავსებული.ფესტივალმა უმასპინძლა ისეთ არტისტებს,როგორებიც არიან:The Killers,The Chemical brothers, THE CURE, Miley cyrus,J ANET JACKSON …

3.Dekmantel Festival

 

4 დღის განმავლობაში ლოკაციაზე განთავსებული იყო 7 სცენა, კლუბ Shelter  და Temp-ში კი მიმდინარეობდა ღამის პროგრამა. არტისტების მცირე ჩამონათვალი: Blawan, Marie Davidson, Varg, Vatican Shadow, Hector Oaks, Henry Wu, Adam X…

2.Atonal

   

აკუსტიკური და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი. წარმოადგენს თანამედროვე,დისციპლინათშორის პროექტებს,რომელიც მოიცავს ბგერით,ვიზუალურ და მედია ხელოვნებას, მონტაჟსა და შესრულებას. უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელს მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებით წარდგა,ქართველი  მუსიკოსი Natalie Beridze. მუსიკოსების ნაწილს წარმოადგენდნენ: Amnesia Scanner, Function, GOD69, JK Flesh, Jorjick, Nika j… Berlin Atonal  2018-ზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ქართველი არტისტებისთვისაც: NIKAKOI, HVL (BASSIANI/HOROOM-ის რეზიდენტი), პროდიუსერი და დიჯეი NIKA J, ბაკურ მეტრეველის და სანდრო კოზმანაშვილის დუეტი OCHTACHORON და ირაკლი შონია პროექტით ESI.

1.Sonus Festival

 

2013 წლიდან ტარდება ხორვატიაში და დიდი წარმატებით სარგებლობს. ადგილზე შეგიძლიათ დაესწროთ შოუს,მოუსმინოთ მუსიკას,როგორც სანაპიროზე, ასევე გემზე. ფესტივალზე თავს იყრიან მსოფლიოს  და  ადგილობრივი სცენის ვარსკვლავები. 2019 წელს  18-დან  22 აგვისტომდე გაგრძელდა და  მსმენელის წინაშე წარდგნენ: Rødhåd, Tale of us, Solomun, Ricardo Villallobos, Len Faki