warning
ამ ღონისძიებაზე ბილეთის შესაძენად,
საჭიროა გაიაროთ ვერიფიკაცია
Apply For Verification

ზოგადი წესები და პირობები

  • ონლაინ ბილეთის შეძენა შეუძლიათ რეგისტრაცია გავლილ მომხმარებლებს.

  • 18 წლამდე პირები ფესტივალზე არ დაიშვებიან.

  • ბილეთის შეძენა შესაძლებელია ვიზა და მასტერქარდის პლასტიკური ბარათებით.

  • ფესტივალზე მოსახვედრად აუცილებელია წარმოადგინოთ: ამობეჭდილი ბილეთი ან მასზე დატანილი QR კოდი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

  • გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება.

  • ფესტივალის მიმდინარეობის დროს არ უნდა გამოიყენოთ ტელეფონის ფლეშ სანათი.

  • ფესტივალის ტერიტორიაზე დატოვებულ ნივთებზე ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს.

  • ტერიტორიაზე აკრძალულია ცივი იარაღების, ფეთქებადი და აალებადი ნივთების შეტანა.

Generic Terms and Conditions

  • Only registered users can purchase online tickets.

  • People below the age of 18 will not be allowed at the festival.

  • It is possible to purchase tickets with a Visa and MasterCard plastic cards.

  • To get to the festival, you need to have printed ticket or a QR code and an ID card.

  • Purchased tickets can not be returned.

  • You are not allowed to use flashlights during the festival

  • The administration doesn’t take responsibility for the items left at the festival

  • It is prohibited to bring cold weapons, explosive/flammable materials.

DECODER : AMELIE LENS / NUR JABER / NICOLE

DECODER : AMELIE LENS / NUR JABER / NICOLE

Date:

03-07-2019

Place:

SPACEHALL

Doors Open:

23:30

Price:

- GEL

დეკოდერის შემდეგი სერია ქალთა საერთაშორისო დღეს - 8 მარტს მიეძღვნება. აღნიშული დღე საუკუნეზე მეტია ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. სამწუხაროდ, უფლებებისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება, რადგან არსებული პატრიარქალური სისტემა და მასკულინური კულტურა ხელს უშლის ქალების პოლიტიკურ თუ სოციალურ-ეკონომიკურ ემანსიპაციას.

სექსიზმი და ქალთმოძულეობა ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიაშიც გავრცელებულია და ქალი შემოქმედები ხშირად ხდებიან სტერეოტიპების მსხვერპლნი. ამის მაგალითია ის განცხადებები, როცა ქალებს ნაკლებად ნიჭიერ შემოქმედებად მიიჩნევენ და თვლიან, რომ მხოლოდ ვიზუალური აღნაგობის გამო დგანან სცენაზე.

ჩვენ ვუერთდებით ქალთა ბრძოლას! 7 მარტის ღონისძიებაზე გვსურს ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ და სიმბოლურად სცენაზე ვიწვევთ სამ ქალ დიჯეის. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი მანიფესტები დააჩქარებს მანკიერი და სექსისტური სტერეოტიპების რღვევისა და ნგრევის პროცესს.

Amelie Lens - ბელგიელი Dj და პროდიუსერია, რომლის წარმატება იტალიურ ლეიბლ “Lyase Recording”-ზე დებიუტმა განაპირობა და თვალის დახამხამებაში, ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად არტისტად იქცა. ამელის სეტები გამოირჩევა ბასებით დატვირთული მინიმალ ტექნოთი, რომელსაც ის კლასიკურ Acid-სა და Tribal ჟღერადობებს უხამებს.

Nur Jaber - Dj და პროდიუსერია, რომლის ფესვები შორეული ლიბანიდან მოდის. ზუსტად ამან განაპირობა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა და ღრმა მნიშვნელობის მატარებელი ტრეკები. 2010 წლიდან იგი ბერლინის House და ტექნო კლუბების ხშირი სტუმარია. DECODER-ის ფარგლებში, საქართველოს იგი პირველად ეწვევა.

Nicole - ქართველი Dj და პროდიუსერია, რომელიც 2018 წლის მაისში, Boiler Room-ის შესრულების შემდეგ, ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ქალ შემსრულებლად მიიჩნევა. 18 წლის ასაკში, ნიკოლი დუო “BODY THRILLS”-ის შემადგენლობაში სცენაზე პირველად გამოჩნდა. დღესდღეობით არტისტი კლუბ Cafe-Gallery-ს საპატიო რეზიდენტია.
 


Age: 18+