ზოგადი წესები და პირობები

  • ონლაინ ბილეთის შეძენა შეუძლიათ რეგისტრაცია გავლილ მომხმარებლებს.

  • 18 წლამდე პირები ფესტივალზე არ დაიშვებიან.

  • ბილეთის შეძენა შესაძლებელია ვიზა და მასტერქარდის პლასტიკური ბარათებით.

  • ფესტივალზე მოსახვედრად აუცილებელია წარმოადგინოთ: ამობეჭდილი ბილეთი ან მასზე დატანილი QR კოდი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

  • გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება.

  • ფესტივალის მიმდინარეობის დროს არ უნდა გამოიყენოთ ტელეფონის ფლეშ სანათი.

  • ფესტივალის ტერიტორიაზე დატოვებულ ნივთებზე ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს.

  • ტერიტორიაზე აკრძალულია ცივი იარაღების, ფეთქებადი და აალებადი ნივთების შეტანა.

Generic Terms and Conditions

  • Only registered users can purchase online tickets.

  • People below the age of 18 will not be allowed at the festival.

  • It is possible to purchase tickets with a Visa and MasterCard plastic cards.

  • To get to the festival, you need to have printed ticket or a QR code and an ID card.

  • Purchased tickets can not be returned.

  • You are not allowed to use flashlights during the festival

  • The administration doesn’t take responsibility for the items left at the festival

  • It is prohibited to bring cold weapons, explosive/flammable materials.

DECODER: SEASON CLOSING

DECODER: SEASON CLOSING

Date:

09-21-2019

Place:

CISKARI

Doors Open:

18:00

Price:

- GEL

DECODER-ის საზაფხულო სეზონის დახურვისთვის, განსაკუთრებულად ვემზადებით. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ჩვენი სერიების მანძილზე, ეს იქნება ყველაზე ხანგრძლივი ღინისძიება, რომელიც სტარტს 18:00 საათიდან აიღებს. გარდა მოწვეული არტისტისა, ცხელი სეზონის დახურვა, ადგილობრივი სცენის უკვე წარმატებული და დამწყები არტისტების სიმრავლითაც იქნება გამორჩეული. 5 Dj და პროდიუსერი ერთად, ერთ სცენაზე!

მაშ ასე, წარმოგიდგენთ პირველ ჰედლაინერს ჰოლანდიიდან. ეს გახლავთ Job Jobse. Dj და პროდიუსერი, რომელმაც კარიერა 2010 წელს, როგორც Booker-მა დაიწყო, მალევე გადაწყვიტა, რომ მისგან წარმატებული მუსიკოსიც დადგებოდა და ასეც მოხდა. 2012 წლის აპრილში, ღონისძიებისთვის, რომელიც Dj სეტით თავადვე გახსნა, პარალელურად, როგორც აგენტმა, Tale of us დაჯავშნა. მისმა პერფორმანსმა Life and Death-ის წევრები იმდენად აღაფრთოვანა, რომ მაშინვე მიიწვიეს Club Der Visionaere-ში გამართულ ფართიზე. იმავე წელს, იგი Life and Death ლეიბლის მენეჯერი გახდა. დღესდღეობით არტისტი, ამსტერდამში, კლუბ De School-ის რეზიდენტია.

Cosmic Love Rotation-ს უკვე თამამად მოვიხსენიებთ DECODER-ის ოჯახის წევრად. ბესო მახარობლიძე იმ იშვიათი მუსიკოსების რიცხვს მიეკუთვნება, შესრულებისას ოსტატურად რომ ახერხებს მსმენელითან ინტერაქციას, რაც ღონისძიების მსვლელობას, განსაკუთრებულ ელფერს სძენს. ამიტომაც, სეზონის დახურვა მის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა.

21 სექტემბერს, ცისკარში, კიდევ ერთი ქართველი არტისტის, ნინა ბოჭორიშვილის მოსმენის შესაძლებლობა გვექნება, რომელსაც სასცენო სახელით NINASUPSA ვიცნობთ. DECODER-ის მსმენელში ფართო აღიარება მან 7 მარტიდან მოიპოვა. სწორედ ამიტომ, მოწვეულ არტისტებთან ერთად, ისიც საპატიო ადგილს დაიკავებს DECODER-ის სცენაზე.

სეზონის ბოლო ღონისძიებაზე, პირველად გვიერთდება ახალგაზრდა ადგილობრივი არტისტი, Kraumur-ი და ვფიქრობთ, რომ ეს დიდი მეგობრობის დასაწყისიც გახდება.
მიუხედავად იმისა, რომ თამარ იორამაშვილი სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა სამამულო სცენაზე, მისთვის დამახასიათებელი მელოდიური და ენერგიული კომპოზიციებით, მალევე შეაყვარა თავი მსმენელს.

და ბოლოს, MANCHO იმედისმომცემი ახალგაზრდა დებიუტანტია, რომელმაც სხვადასხვა პროფესიაში წარმატებული ნაბიჯების მიუხედავად აღმოაჩინა, რომ მისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა, სწორედ მუსიკაა. როგორც თავად ამბობს, მუსიკამ მოიყვანა აქამდე და ჩვენც სიხარულით ვუთმობთ დიდ ასპარეზს. მალე ვიამაყებთ, რომ მისი პირველი ნაბიჯები DECODER-ით დაიწყო. ცნობისთვის, მანჩო დიმიტრიშვილი იქნება ის, ვინც 21 სექტემბრის ღონისძიებას, 18:00 საათიდან გახსნის, ამიტომ ცისკარში ამოსვლა არ დააგვიანოთ.


Age: 18+