warning
ამ ღონისძიებაზე ბილეთის შესაძენად,
საჭიროა გაიაროთ ვერიფიკაცია
Apply For Verification

ზოგადი წესები და პირობები

  • ონლაინ ბილეთის შეძენა შეუძლიათ რეგისტრაცია გავლილ მომხმარებლებს.

  • 18 წლამდე პირები ფესტივალზე არ დაიშვებიან.

  • ბილეთის შეძენა შესაძლებელია ვიზა და მასტერქარდის პლასტიკური ბარათებით.

  • ფესტივალზე მოსახვედრად აუცილებელია წარმოადგინოთ: ამობეჭდილი ბილეთი ან მასზე დატანილი QR კოდი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

  • გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება.

  • ფესტივალის მიმდინარეობის დროს არ უნდა გამოიყენოთ ტელეფონის ფლეშ სანათი.

  • ფესტივალის ტერიტორიაზე დატოვებულ ნივთებზე ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს.

  • ტერიტორიაზე აკრძალულია ცივი იარაღების, ფეთქებადი და აალებადი ნივთების შეტანა.

Generic Terms and Conditions

  • Only registered users can purchase online tickets.

  • People below the age of 18 will not be allowed at the festival.

  • It is possible to purchase tickets with a Visa and MasterCard plastic cards.

  • To get to the festival, you need to have printed ticket or a QR code and an ID card.

  • Purchased tickets can not be returned.

  • You are not allowed to use flashlights during the festival

  • The administration doesn’t take responsibility for the items left at the festival

  • It is prohibited to bring cold weapons, explosive/flammable materials.

DECODER: STEVE BUG / NICOLE / NEUX

DECODER: STEVE BUG / NICOLE / NEUX

Date:

01-01-2020

Place:

SPACEHALL

Doors Open:

23:55

Price:

- GEL

31 დეკემბრის შემდეგ, ტემპს არ ვაგდებთ და 1 იანვარს, DECODER კიდევ ერთ დაუვიწყარ ღონისძიებას მოგიძღვნით.

 

უკვე მეორედ, გვაქვს პატივი წარმოგიდგინოთ თანამედროვე ტექნო სცენის მნიშვნელოვანი ფიგურა - STEVE BUG. ვეტერანი არტისტი, რომელსაც ელექტრონული მუსიკისა და სცენის განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი, Techno და Acid house-ის გარდამტეხ პერიოდში გაიზარდა. მისი სიყვარული იდეალური ჟღერადობის მიმართ ახლაც ისეთივე ცხადი და აშკარაა, როგორც დასაწყისში. ბრემენსა და ჰამბურგში, დიჯეინგის ადრეული პერიოდიდანვე შესამჩნევი იყო არტისტის ნიჭი და პოტენციალი, რომელიც განვითარებასა და ხელშეწყობას ელოდა. 1993 წელს, Superstition-ის წევრის, Tobias Lampe-ს მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, Steve Bug-ის პირველი ნამუშევარი გამოიცა და მისი მუსიკალური თავგადასავალიც დაიწყო, რომელიც დღემდე წარმატებით გრძელდება.

 

გარდა მოწვეული არტისტისა, SPACEHALL-ში შეკრებილი მსმენელისთვის, სამამულო სცენის წარმატებული Dj და პროდიუსერი, NICOLE დაუკრავს. მისი მუსიკალური კარიერა, 18 წლის ასაკში, დუო “Body Thrills”-ით დაიწყო. 2018 წელს, Boiler Room-ზე წარმატებული შესრულების შემდეგ, ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ქალ შემსრულებლად მიიჩნევა და აქტიურად იწვევენ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, პრაღაში, სტოქჰოლმში, ბერლინში და ა.შ. აღსანიშნავია, რომ 28 იანვარს, Eerie Records-ზე, მისი პირველი EP გამოიცემა, რომელშიც 4 კომპოზიცია იქნებ შესული.

 

DECODER-ის საფესტივალო სერია, პირველად უმასპინძლებს ნატა ბერაძეს, სასცენო სახელით NEUX. 22 წლის Dj არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა ასპარეზზე, თუმცა სწრაფი ნაბიჯებით მოახერხა მსმენელის ყურადღების მიქცევა. მისი მუსიკა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ცდილობს კონკრეტული ჟანრის ჩარჩოებში არასოდეს მოექცეს და დაუკრას ის, რასაც გრძნობს. ნატასთვის ყოველი ახალი აუდიტორია, ახალი ენერგეტიკა და გამოწვევაა. ვფოქრობთ, რომ DECODER-ის მსმენელის წინაშე მის დებიუტს, წარმატებული გაგრძელება ექნება.

 

Online Tickets:

 

I BASKET - 30 GEL 

II BASKET - 40 GEL

III BASKET / DOOR  - 50 GEL

 


Age: 18+