warning
ამ ღონისძიებაზე ბილეთის შესაძენად,
საჭიროა გაიაროთ ვერიფიკაცია
Apply For Verification

ზოგადი წესები და პირობები

  • ონლაინ ბილეთის შეძენა შეუძლიათ რეგისტრაცია გავლილ მომხმარებლებს.

  • 18 წლამდე პირები ფესტივალზე არ დაიშვებიან.

  • ბილეთის შეძენა შესაძლებელია ვიზა და მასტერქარდის პლასტიკური ბარათებით.

  • ფესტივალზე მოსახვედრად აუცილებელია წარმოადგინოთ: ამობეჭდილი ბილეთი ან მასზე დატანილი QR კოდი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

  • გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება.

  • ფესტივალის მიმდინარეობის დროს არ უნდა გამოიყენოთ ტელეფონის ფლეშ სანათი.

  • ფესტივალის ტერიტორიაზე დატოვებულ ნივთებზე ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს.

  • ტერიტორიაზე აკრძალულია ცივი იარაღების, ფეთქებადი და აალებადი ნივთების შეტანა.

Generic Terms and Conditions

  • Only registered users can purchase online tickets.

  • People below the age of 18 will not be allowed at the festival.

  • It is possible to purchase tickets with a Visa and MasterCard plastic cards.

  • To get to the festival, you need to have printed ticket or a QR code and an ID card.

  • Purchased tickets can not be returned.

  • You are not allowed to use flashlights during the festival

  • The administration doesn’t take responsibility for the items left at the festival

  • It is prohibited to bring cold weapons, explosive/flammable materials.

19 ნოემბერი - ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა.

19 ნოემბერი - ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა.

 

I was born on Sunday morning when my daddy took a plane to India

 

დღეს ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა. 1961 წელს დაბადებული მუსიკოსი, 2006 წელს  დაკარგა საქართველომ. 1976 წელს, ჯგუფ ,,არიშთან" ერთად დაიწყო მოღვაწეობა, რომელსაც ჯგუფი ,,ტაქსი" მოყვა. მისი პირველი სოლო-დისკი Svan Songs გერმანიაში 1993 წელს ჩაიწერა და გამოიცა. 

 

 

 

რთულია ისაუბრო ან წერო  ადამიანზე, რომელზეც ყველაფერი ვიცით და მაინც დღემდე ყველასთვის ამოუცნობი რჩება.  ის თვლიდა, რომ მის სიმღერებში მთავარი ტექსტი იყო, ზუსტად ამ ტექსტების გამო  ბევრი უარყოფდა ცხოვრებაში. ,, ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ. მაქსიმალურად ცდილობენ რომ არ მიიღონ ჩემი ტექსტები. მე უბრალოდ ის ვარ, ვინც შეიძლება ცოტა ადრე ლაპარაკობს. სხვები თავის თავს ამის უფლებას ან არ აძლევენ, ან ვერ აძლევენ. I am a Songwriter”.  რა თქმა უნდა მაშინ საზოგადოება არ იყო მზად გაეგო ირაკლისთვის, ნაწილს ესმოდა კიდეც, თუმცა თითქოს გაურბოდნენ სიმართლეს. ირაკლი უპირისპირდებოდა იმ რეალობას, რომელშიც იყო და ყველგან და ყოველთვის ახალს ეძებდა. მაგრამ ეს იყო მისი ბუნება – უკომპრომისო, უშიშარი ახალგაზრდისა და არა ბექგრაუნდით უკმაყოფილების კომპენსაცია. ყველაფერი, რასაც ირაკლი ქმნიდა, გარეგნული ფორმის მიუხედავად, იყო ქართული. მან მოახერხა, რომ თანამედროვე ქართულ მუსიკაში ქართული ტექსტი ქართულად გაჟღერებულიყო. ის იქცა, მეოცე საუკუნის  ქართული მუსიკალური პროტესტის, კრებით სახედ და შექმნა ეპოქა. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი სიცოცხლეში ვერ დაფასდა, დღეს მისი მუსიკა ისმის ყველგან, ქუჩაში, საპროტესტო აქციებზე, კლუბებში, მანქანებში, სახლებში... მისი შემოქმედება, პროტესტის, სიყვარულის და სამართლიანობის ჰიმნად იქცა. ყველას, ვისაც  წაუკითხავს ირაკლის პოეზია, ან მოუსმენია მისი სიმღერებისთვის, ერთხელ მაინც უფიქრია, თუ რას ეტყოდა ირაკლი ჩარკვიანი დღეს, ქართველ, შავად შეფერილ ხალხს, რომელსაც როგორც იქნა სხვა ფერები შეერია. ალბათ  შემოგვხედავდა, გაიღიმებდა და მიკროფონში ხმამაღლა იყვირებდა - თქვენ აფრენთ!

 

მე წავალ, ჩემ შემდეგ სინათლეს დავტოვებ.