warning
ამ ღონისძიებაზე ბილეთის შესაძენად,
საჭიროა გაიაროთ ვერიფიკაცია
Apply For Verification

ზოგადი წესები და პირობები

  • ონლაინ ბილეთის შეძენა შეუძლიათ რეგისტრაცია გავლილ მომხმარებლებს.

  • 18 წლამდე პირები ფესტივალზე არ დაიშვებიან.

  • ბილეთის შეძენა შესაძლებელია ვიზა და მასტერქარდის პლასტიკური ბარათებით.

  • ფესტივალზე მოსახვედრად აუცილებელია წარმოადგინოთ: ამობეჭდილი ბილეთი ან მასზე დატანილი QR კოდი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

  • გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება.

  • ფესტივალის მიმდინარეობის დროს არ უნდა გამოიყენოთ ტელეფონის ფლეშ სანათი.

  • ფესტივალის ტერიტორიაზე დატოვებულ ნივთებზე ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს.

  • ტერიტორიაზე აკრძალულია ცივი იარაღების, ფეთქებადი და აალებადი ნივთების შეტანა.

Generic Terms and Conditions

  • Only registered users can purchase online tickets.

  • People below the age of 18 will not be allowed at the festival.

  • It is possible to purchase tickets with a Visa and MasterCard plastic cards.

  • To get to the festival, you need to have printed ticket or a QR code and an ID card.

  • Purchased tickets can not be returned.

  • You are not allowed to use flashlights during the festival

  • The administration doesn’t take responsibility for the items left at the festival

  • It is prohibited to bring cold weapons, explosive/flammable materials.

BASSIANI 5 წლის იუბილეს აღნიშნავს

BASSIANI 5 წლის იუბილეს აღნიშნავს

Dont Think! Feel!

 

 

2019 წლის ოქტომბერს, Bassiani დაარსებიდან წელს აღნიშნავს.ზუსტად წლის წინ დაიწყო კლუბის ისტორია ისეთი არტისტებით, როგორებიც არიან: Kassem Mosse, Alien Rain, Kobosil, 3Suli, Kancheli და რაღა თქმა უნდა გიგლინგის ოჯახის წევრი VRIL-ი, რომელიც სიმბოლურად ოქტომბერს მსმენელის წინაშე LIVE შესრულებით წარდგება.

 

წლის განმავლობაში კლუბმა დიდი და რთული გზა განვლო. შეიცვალა ლოკაცია, კლუბის დაარსებიდან ორი წლის თავზე შექმნა BASSIANI RECORDS, რომელიც ფირფიტებს გლობალური მასშტაბით გამოსცემს. 2016 წელს დამოუკიდებელი ქვიარ აქტივისტების მიერ შეიქმნა პირველი მასშტაბური ლოკალური ქვიარ ღამეების სერია - HOROOM NIGHTS, რომელმაც განსხვავებული ადამიანები საერთო ღირებულებების ქვეშ გააერთიანა. ,, ეს სცენა სწორედ მისმა სოციალურმა მნიშვნელობამ აქცია ისტორიის ღირებულ ნაწილად ” . 

კლუბის წევრები  ,,თეთრი ხმაურის მოძრაობა" -სთან ერთად იბრძოდნენ მოქმედი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ. ერთი წლის წინ ბასიანის არსებობის ისტორიაში ყველაზე მძიმე დღე გათენდა. 12 მაისს კლუბში სპეცრაზმი შეიჭრა და აუდიტორია დაარბია.  მიუხედავად ნეგატიური განწყობისა, ის,  რაც შემდეგ დღეებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოხდა ყველასთვის წარმოუდგენელი იყო. ქუჩებში გამოვიდა ათიათასობით ადამიანი და დაიწყეს ცეკვა, რომელსაც მსოფლიომ ,,ცეკვა თავისუფლებისთვის და თანასწორობისთვის” უწოდა. If I can’t dance, it’s not my revolution.
 

ეს არ არის ადგილი, სადაც ადამიანები მიდიან და შემდეგ უბრალოდ იშლებიან, ეს არის სივრცე, სადაც ყოველ კვირა გაქვს შესაძლებლობა გახდე უკეთესი ვიდრე იყავი, იყო უფრო ბედნიერი, ვიდრე ხარ. ბრიტანულმა ჟურნალმა  The Guardian-მა  BASSIANI გერმანულ კლუბს Berghain-ს შეადარა და თბილისს ,,ახალი ბერლინი'’ უწოდა. ერთი შეხედვით  მარტივია პარალელების  გავლება, მაგრამ რაც მიძინებულ  ქალაქში ყოველ პარასკევს  წლებია მიმდინარეობს, რთულია რამეს შეადარო. რა ქმნის კლუბს განსაკუთრებულად? ხმის სისტემა, არტისტები, ლოკაცია თუ გუნდი? რასაკვირველია ყველაფერი, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ყოველ კვირა გამოდიან უსამართლობით დაღლილ გზას და ერთი ღამით,  ფართო, ბეტონის კიბეებში იკარგებიან, მათ გარეშე რთულად თუ იქნებოდა BASSIANI ადგილი, რომელზეც ახლა ამდენს დავწერდით.  რამდენიმე წლის წინ ქალაქში, სადაც თითქოს ყოველ დღე მცირე მოღრუბლულობა იყო მოსალოდნელი, ვერავინ იოცნებებდა  ადგილზე , რომელიც ყოველ კვირას ახალ პორტალს გაუხსნიდა მის თითოეულ სტუმარს და ფერად კუნძულებზე სამოგზაუროდ მოიწვევდა. კლუბი თითქოს დროთა განმავლობაში თავშესაფრად გადაიქცა,რომლის უკან მდგომი ადამიანები ყოველ დღე ცდილობენ აუდიტორიას დაუმტკიცონ, რომ ისინი აღარასდროს დარჩებიან მარტო. რა უნდა შესთავაზო უიმედო ადამიანს იმედზე მეტი ?  ვერაფერი. BASSIANI კი არის იმედი, რომელიც გვაძლევს ძალას და გვაცხოვრებს პარასკევიდან პარასკევამდე.

 

4 ოქტომბერს, მე-5 საიუბილეო წელს BASSIANI /  HOROOM - ის სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან: VRIL, NEWA, ZITTO, HAMATSUKI, KVANCHI და MERCURRIO, NDRX და  KANCHELI ერთმანეთის მხარდამხარ. ასევე მათთან ერთად საცეკვაო მოედანზე BASSIANI RECORDI-ს ოჯახის  კიდევ ერთი წევრი პროექტი DADUB დაუბრუნდება.