warning
ამ ღონისძიებაზე ბილეთის შესაძენად,
საჭიროა გაიაროთ ვერიფიკაცია
Apply For Verification

ზოგადი წესები და პირობები

  • ონლაინ ბილეთის შეძენა შეუძლიათ რეგისტრაცია გავლილ მომხმარებლებს.

  • 18 წლამდე პირები ფესტივალზე არ დაიშვებიან.

  • ბილეთის შეძენა შესაძლებელია ვიზა და მასტერქარდის პლასტიკური ბარათებით.

  • ფესტივალზე მოსახვედრად აუცილებელია წარმოადგინოთ: ამობეჭდილი ბილეთი ან მასზე დატანილი QR კოდი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

  • გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება.

  • ფესტივალის მიმდინარეობის დროს არ უნდა გამოიყენოთ ტელეფონის ფლეშ სანათი.

  • ფესტივალის ტერიტორიაზე დატოვებულ ნივთებზე ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს.

  • ტერიტორიაზე აკრძალულია ცივი იარაღების, ფეთქებადი და აალებადი ნივთების შეტანა.

Generic Terms and Conditions

  • Only registered users can purchase online tickets.

  • People below the age of 18 will not be allowed at the festival.

  • It is possible to purchase tickets with a Visa and MasterCard plastic cards.

  • To get to the festival, you need to have printed ticket or a QR code and an ID card.

  • Purchased tickets can not be returned.

  • You are not allowed to use flashlights during the festival

  • The administration doesn’t take responsibility for the items left at the festival

  • It is prohibited to bring cold weapons, explosive/flammable materials.

DCBL მორიგ ღონისძიებას, 6 დეკემბერს, MONO HALL - ში გამართავს.

DCBL მორიგ ღონისძიებას, 6 დეკემბერს, MONO HALL - ში გამართავს.

ივენთების სერია DCBL, უკვე მეორე საღამოს სთავაზობს თავის აუდიტორიას, რომელიც MONO HALL-ში გაიმართება. მორიგ საღამოზე, მსმენელის წინაშე წარდგებიან : ALVA NOTO, SAMUEL KERRIDGE, NIKAKOI და SAPHILEAUM.

 

CARSTEN NICOLAI - სასცენო სახელით ALVA NOTO. გერმანელი პროდიუსერი და აუდიო/ვიზუალური არტისტი, რომელიც  1965 წელს დაიბადა ბრლინში მოღვაწეობს. Nicolai იმ თაობის მუსიკოსებს მიეკუთვნება, რომლებიც მუსიკის, ხელოვნებისა და მეცნიერების განვითარების გარდამავალ პერიოდში ინტენსიურად მუშაობდნენ. რედუქციონიზმისადმი  ერთგულება გზამკვლევი აღმოჩნდა მისი მუსიკალური ექსპერიმენტებისთვის, რაც გულისხმობს საკუთარ ნიშანთა კოდის, ასევე აკუსტიკურ და ვიზუალურ სიმბოლოთა შექმნას. მის ანგარიშზე მრავალი მუსიკალური პროექტი და კოლაბორაციებია ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: Ryuichi Sakamoto, Ryoji Ikeda, Blixa Bargeld და Mika Vainio. მის მეირ ფილმ The Revenant-ისთვის შექმნილი მუსიკა ნომინირებული გახდა ისეთ მნიშვნელოვან დაჯილდოებებზე, როგორებიცაა Golden Globe, BAFTA, Grammy და Critics Choice Award. ინსტალაციებს, რომელსაც თავად არტისტი ქმნის, გააჩნია მინიმალისტური ესთეტიურობა, რომელიც თავისი ელეგანტურობითა და თანმიმდევრულობით საკმაოდ დამაინტრიგებელია. მსმენელი მას 6 დეკემბერს პროექტით UNIEQAV იხილავს.

 

ღონისძიებაზე ასევე ვიხილავთ SAMUEL KERRIDGE - ბევრისთვის ცნობილი ბრიტანელი DJ, პროდიუსერი და LIVE შემსრულებელი. თავისივე საფირმო ბგერითი არსენალით მარტო დგას რითმებისა და ხმაურის სამყაროში. სინგულარული არტისტის მუსიკა უნდა შეფასდეს მისივე სტანდარტებით. მუსიკოსის კომპოზიციების განსაზღვრა წინასწარ შეუძლებელია, რაც მსმენელისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. უცხოელ არტისტებთან ერთად, ვიხილავთ ლოკალური სცენის მუსიკოსებს, ანდრო გოგიბედაშვილს და ნიკა მაჩაიძეს. ანდრო - პროექტით SAPHILEAUM, რომელიც 2015 წლიდან მოღვაწეობს და მისი პირველი ალბომი Uningibited Kingdom სამხრეთ კორეაში დაარსებულმა ლეიბლმა Oslated გამოუშვა.  ნიკა მაჩაიძე, იგივე NIKAKOI. კომპოზიტორი, რეჟისორი და ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი. ნიკა ჯერ კიდევ 1999 წელს დიმა დადიანთან ერთად მუშაობდა პროექტზე - Sweet evening of electronic music. 2001 წლიდან მისი კარიერა დაუკავშირდა WMF Records, სადაც ჩაწერა პირველი ალბომი - Sestrichka.

 

შეგახსენებთ, რომ  აღნიშნული ღონისძიება 6 დეკემბერს გაიმართება. როგორც  DCBL-ის საორგანიზაციო ჯგუფი აცხადებს, ღონისძიებებს სისტემატიური სახე ექნება.