საჭიროა გაიაროთ ვერიფიკაცია
ონლაინ ბილეთის შეძენა შეუძლიათ რეგისტრაცია გავლილ მომხმარებლებს.
18 წლამდე პირები ფესტივალზე არ დაიშვებიან.
ბილეთის შეძენა შესაძლებელია ვიზა და მასტერქარდის პლასტიკური ბარათებით.
ფესტივალზე მოსახვედრად აუცილებელია წარმოადგინოთ: ამობეჭდილი ბილეთი ან მასზე დატანილი QR კოდი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება.
ფესტივალის მიმდინარეობის დროს არ უნდა გამოიყენოთ ტელეფონის ფლეშ სანათი.
ფესტივალის ტერიტორიაზე დატოვებულ ნივთებზე ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს.
ტერიტორიაზე აკრძალულია ცივი იარაღების, ფეთქებადი და აალებადი ნივთების შეტანა.
Only registered users can purchase online tickets.
People below the age of 18 will not be allowed at the festival.
It is possible to purchase tickets with a Visa and MasterCard plastic cards.
To get to the festival, you need to have printed ticket or a QR code and an ID card.
Purchased tickets can not be returned.
You are not allowed to use flashlights during the festival
The administration doesn’t take responsibility for the items left at the festival
It is prohibited to bring cold weapons, explosive/flammable materials.
,,No Matter What Happaned Mommy, I'll Be Doing Music".
ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი, Decoder სეზონს ყველაზე მოთხოვნადი ვარსკვლავით გახსნის: სფეისჰოლს 18 ოქტომბერს Black Coffee (Nkosinathi Maphumulo) ეწვევა.
სამხრეთ აფრიკელი დიჯეი და პროდიუსერი 1976 წლის 11 მარტს დაიბადა დურბანში. მუსიკალური განათლება Natal Technicon-ში მიიღო. მუშაობდა ბექ ვოკალისტად ცნობილ Mandala Kuene-სთან. საკუთარი მუსიკის გამოცემა კოლაბორაციული პროექტით დაიწყო 1994 წელს. ორ მეგობართან(Thandukwazi “Demor” Sikhosana, Mnqobi “Shota” Mdabe) ერთად შექმნა, ურბანულ-ქალაქური სულის ტრიო Shana.
უნდა აღინიშნოს, რომ არტისტის მუსიკაზე არანაკლებ ზეგავლენას ახდენს მისი ცხოვრებაც - რეზიდენტ ედვაიზორის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში, Black coffee აღნიშნავს, რომ მამა კარგი ადამიანი იყო, თუმცა ხშირად სვამდა, რაც მის ხასიათს სრულიად ცვლიდა. მშობლები სწორედ ამ მიზეზით დაშორდნენ და ის დედასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ქალაქ თათაში. 1990 წელს, როდესაც ნელსონ მანდელა ციხიდან გაათავისუფლეს , მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც Black coffee-სთვის საბედისწერო აღმოჩნდა -14 წლისამ დაკარგა მარცხენა ხელი. თუმცა, მიუხედავად ამისა, მას არ დაუკარგავს იმედი.
2005 წელს პირველი სადებიუტო ალბომი გამოსცა, რომელსაც სიმბოლური სახელი დაერქვა - Black Coffee. ,,არ ვიცი, როგორ ავხსნა ჩემი ალბომის შექმნის ეტაპები, რადგან რასაც ვაკეთებდი, უბრალოდ საბაზისო იდეების შეკვრა იყო, იმის, რაც გამაჩნდა. მე არ გამომიყენებია MIDI კონტროლერები, ყველაფერი კომპიუტერის მაუსით იკვრებოდა” - ამბობს სამხრეთაფრიკელი მუსიკოსი, რომლის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ცნობილი ინტერპრეტაცია იყო HughMasakelas-ს ჯაზ ჰიტი ,,Stimela”. Black Coffee-მ მარტივად დაამტკიცა, თუ როგორ შეიძლებოდა აფრიკული ჟღერადობა ელექტრონულ მუსიკად გარდაქმნილიყო და თან ისეთი ნამუშევრები შეექმნა, რომლებიც ერთნაირად მისაღები იქნებოდა როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე უფროსი თაობებისთვისაც.
,,მე ვარ მიწის შვილი სამხრეთ აფრიკიდან, ის ჩემში და ჩემს მუსიკაშია. ზოგჯერ არ მსურს ასე ჟღერდეს, თუმცა მისი გავლენა ყველაფერშია, რასაც მე ვაკეთებ”.
18 ოქტომბერს, DECODER - ის მსმენელი Spacehall-ში შესვლისთანავე დაიწყებს მოგზაურობას გრძელ ღამეში, რომელსაც Black Coffee-სთან ერთად წაუძღვებიან ადგილობრივი არტისტები: Cosmic Love Rotation და Tade.