warning
ამ ღონისძიებაზე ბილეთის შესაძენად,
საჭიროა გაიაროთ ვერიფიკაცია
Apply For Verification

ზოგადი წესები და პირობები

  • ონლაინ ბილეთის შეძენა შეუძლიათ რეგისტრაცია გავლილ მომხმარებლებს.

  • 18 წლამდე პირები ფესტივალზე არ დაიშვებიან.

  • ბილეთის შეძენა შესაძლებელია ვიზა და მასტერქარდის პლასტიკური ბარათებით.

  • ფესტივალზე მოსახვედრად აუცილებელია წარმოადგინოთ: ამობეჭდილი ბილეთი ან მასზე დატანილი QR კოდი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

  • გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება.

  • ფესტივალის მიმდინარეობის დროს არ უნდა გამოიყენოთ ტელეფონის ფლეშ სანათი.

  • ფესტივალის ტერიტორიაზე დატოვებულ ნივთებზე ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს.

  • ტერიტორიაზე აკრძალულია ცივი იარაღების, ფეთქებადი და აალებადი ნივთების შეტანა.

Generic Terms and Conditions

  • Only registered users can purchase online tickets.

  • People below the age of 18 will not be allowed at the festival.

  • It is possible to purchase tickets with a Visa and MasterCard plastic cards.

  • To get to the festival, you need to have printed ticket or a QR code and an ID card.

  • Purchased tickets can not be returned.

  • You are not allowed to use flashlights during the festival

  • The administration doesn’t take responsibility for the items left at the festival

  • It is prohibited to bring cold weapons, explosive/flammable materials.

ესპანეთში ივენთები ბრუნდება?

ესპანეთში ივენთები ბრუნდება?

მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალები, რომლებსაც გადაღლილი ადამიანები, მთელი წლის განმავლობაში სულმოუთქმენლად ელოდნენ, გაურკვეველი დროით გაუქმდა. მიუხედავად ამისა, RA პოზიტიურ სიახლეს გვატყობინებს ესპანეთზე და გვამცნობს, რომ ქვეყანაში 11 მაისიდან შეზღუდვების მოხსნის 3 ეტაპიანი პერიოდი, პატარა ,,კულტურული ღონისძიებების" გახსნით დაიწყება. ღია ტერასების მქონე რესტორნებსა და ბარებს საშუალება ექნებათ განაახლონ მომსახურეობა 50 პროცენტიანი ტევადობის შეზღუდვით.

 

ჟურნალ IQ-ს მიხედვით, სხვადასხვა შეზღუდვების გათვალისწინებით განახლდება ივენთებიც, რაც გულისხმობს დახურულ სივრცეში 30 ადამიანის, ხოლო გარე ღონისძიებების შემთხვევაში კი, 200 ადამიანის დაშვებას. ორივე შემთხვევაში აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა - ერთმანეთისგან დაშორებული ადგილები (დასაჯდომები, სკამები). მომდევნო ფაზა, რომელიც იქნება საცდელი, 26 მაისიდან დაიწყება, მაშინ, როდესაც კინოდარბაზებს, თეატრებს, საგამოფენო სივრცეებსა და მუზეუმებს შეეძლებათ შეზღუდვების ფარგლებში ფუნქციონირება, სხვადასხვა ღონისძიებებზე დამსწრეთა ზღვარი შეიცვლება დახურულ სივრცეში და გაიზრდება 50 ადამიანამდე, ხოლო 400 ადამიანამდე ღია სივრცის შემთხვევაში, კვლავ სოციალური დისტანციის დაცვით. რაც შეეხება ბოლო ეტაპს, რომელიც 10 ივნისს იგეგმება, გულისხმობს შიდა სივრცეებში 80 პირის დაშვებას, ღია სივრცის შემთხვევაში კი, დამსწრეთა რაოდენობა 800 ადამიანამდე გაიზრდება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს დასაჯდომებსაც. შესაძლოა ეს სიახლეები გარკვეულწილად პოზიტიურად ჟღერდეს, მაგრამ ზოგიერთი ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის, მსგავსი შეზღუდვების ფარგლებში ფუნქციონირება და გახსნა, მთელ რიგ პრობლმებთან ასოცირდება.

 

Resident Advisor-თან საუბრისას ბარსელონაში დაფუძნებული ქვიარ კლუბის MARICAS წარმომადგენელმა Eliosa Blitzer-მა განაცხადა: ,,ჩვენთვის არაფრის მომცემია მხოლოდ ერთი მესამედი დატვირთვით მუშაობა, მთავრობა არანაირ დახმარებას არ გვთავაზობს, რაც ძალიან სამწუხაროა... ერთის მხრივ ვხვდები, რომ მსგავსი ზომების მიღება აუცილებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი მიზეზების გამო, მაგრამ ასეთი შეზღუდვების პირობებში, ჩვენთვის გახსნა და მუშაობა მხოლოდ თანხის დაკარგვას გამოიწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში კლუბური სივრცე მიჩნეულია კულტურის ნაწილად, ჩვენი მთავრობა, ამ ეტაპზე, არანაირ დახმარებას არ გვთავაზობს." RA-ის ამ განცხადებას გამოეხმაურა ბარსელონაში არსებული კლუბის LAUT-ის წარმომადგენელი Purificacion Salgado. ,,ტევადობის შეზღუდვის პირობებში, ჩვენ არ ვგეგმავთ არანაირი ღონისძიების გამართვას. ჩვენთვის შეუძლებელია მუშაობა მოცემული აკრძალვების გათვალისწინებით."

 

აქვე შეგახსენებთ, რომ ესპანეთი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების მქონე ქვეყანაა ევროპაში.