warning
ამ ღონისძიებაზე ბილეთის შესაძენად,
საჭიროა გაიაროთ ვერიფიკაცია
Apply For Verification

ზოგადი წესები და პირობები

  • ონლაინ ბილეთის შეძენა შეუძლიათ რეგისტრაცია გავლილ მომხმარებლებს.

  • 18 წლამდე პირები ფესტივალზე არ დაიშვებიან.

  • ბილეთის შეძენა შესაძლებელია ვიზა და მასტერქარდის პლასტიკური ბარათებით.

  • ფესტივალზე მოსახვედრად აუცილებელია წარმოადგინოთ: ამობეჭდილი ბილეთი ან მასზე დატანილი QR კოდი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

  • გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება.

  • ფესტივალის მიმდინარეობის დროს არ უნდა გამოიყენოთ ტელეფონის ფლეშ სანათი.

  • ფესტივალის ტერიტორიაზე დატოვებულ ნივთებზე ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს.

  • ტერიტორიაზე აკრძალულია ცივი იარაღების, ფეთქებადი და აალებადი ნივთების შეტანა.

Generic Terms and Conditions

  • Only registered users can purchase online tickets.

  • People below the age of 18 will not be allowed at the festival.

  • It is possible to purchase tickets with a Visa and MasterCard plastic cards.

  • To get to the festival, you need to have printed ticket or a QR code and an ID card.

  • Purchased tickets can not be returned.

  • You are not allowed to use flashlights during the festival

  • The administration doesn’t take responsibility for the items left at the festival

  • It is prohibited to bring cold weapons, explosive/flammable materials.

ფესტივალები Sonar და Dekmantel 2020 წლის არტისტების სიას აქვეყნებენ

ფესტივალები Sonar და Dekmantel 2020 წლის არტისტების სიას აქვეყნებენ

 

Sonar Festival პირველად 1994 წელს ბარსელონაში ჩატარდა და დღემდე ერთ-ერთ წამყვან ფესტივალებს შორისაა. Sonar დაყოფილია ორ ნაწილად.

1.Sonar By Day

2.Sonar By Night

2019 წელს დააონსებული იყო 130 ცოცხალი შესრულება, სადაც მონაწილეობა მიიღო არაერთმა წამყვანმა თუ დამწყებმა მუსიკოსმა. 2020 წლის დღის პროგრამა კი ასე გამოიყურება: Jayda G, Howling, Sega Bodega, Dj Python, Dj Marcelle, Lindstrom… რაც შეეხება ღამის ნაწილს, რა თქმა უნდა ის მეტად დატვირთული და საინტერესოა. Sonar By Night-ის მოწვეული არტისტები იქნებიან: The Chemical brothers, Arca, Laurent Garnier, Joy Orbinsons, Carl Cox, Charlotte de Witte, Eric Prydz, The Black Madonna, Aj Tracey და ლეგენდარული Richie Hawtin, რომელსაც ქართველი მსმენელი Spacehall-ში 22 თებერვალს შეხვდება.

 

Sonar-ს არ ჩამორჩება Dekmantel, ამსტერდამის ერთ-ერთი ფავორიტი ფესტივალი, რომელიც უკვე მერვედ, 29 ივლისიდან 2 აგვისტომდე ჩატარდება. სადაც მსმენელს საშუალება ექნება მოუსმინოს Theo Parrish-ის 10 საათიანი DJ სეტს, dBridge, Objekt & Ezra Miller და Laurel Halo-ს ლაივ შესრულებას. მათთან ერთად დაუკრავენ: Floating Points, Robert Hood, Object Blue, Karenn, Giant Swan, Air Max’97. UFO-ს სცენას დაიკავებენ: DJ EZ, DJ Stingary, Herrensauna XXL (SPFDJ, CEM, Hector Oaks & MCMLXXXV), SHERELLE, Loraine James, Josey Rebelle, Beta Librae, Hyph11E, Upsammy და Nazira. B2B სეტებით მსმენელი იხილავს: JASSS & Low Jack, Lena Willikens & Vladimir Ivkovic,  Zakia & Nablhah და Skee Mask & Stenny-ს. ფესტივალზე ასევე დაგეგმილია Front 242, იაპონური ექსპერიმენტალური ბენდი Goat, Venetian Snare და Steven Stapleton-ის გამოსვლა.