warning
ამ ღონისძიებაზე ბილეთის შესაძენად,
საჭიროა გაიაროთ ვერიფიკაცია
Apply For Verification

ზოგადი წესები და პირობები

  • ონლაინ ბილეთის შეძენა შეუძლიათ რეგისტრაცია გავლილ მომხმარებლებს.

  • 18 წლამდე პირები ფესტივალზე არ დაიშვებიან.

  • ბილეთის შეძენა შესაძლებელია ვიზა და მასტერქარდის პლასტიკური ბარათებით.

  • ფესტივალზე მოსახვედრად აუცილებელია წარმოადგინოთ: ამობეჭდილი ბილეთი ან მასზე დატანილი QR კოდი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

  • გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება.

  • ფესტივალის მიმდინარეობის დროს არ უნდა გამოიყენოთ ტელეფონის ფლეშ სანათი.

  • ფესტივალის ტერიტორიაზე დატოვებულ ნივთებზე ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს.

  • ტერიტორიაზე აკრძალულია ცივი იარაღების, ფეთქებადი და აალებადი ნივთების შეტანა.

Generic Terms and Conditions

  • Only registered users can purchase online tickets.

  • People below the age of 18 will not be allowed at the festival.

  • It is possible to purchase tickets with a Visa and MasterCard plastic cards.

  • To get to the festival, you need to have printed ticket or a QR code and an ID card.

  • Purchased tickets can not be returned.

  • You are not allowed to use flashlights during the festival

  • The administration doesn’t take responsibility for the items left at the festival

  • It is prohibited to bring cold weapons, explosive/flammable materials.

კლუბ Griessmuehle-ს დახურვა ემუქრება

 კლუბ Griessmuehle-ს დახურვა ემუქრება

 

  • THE DAY I STOP DANCING IS THE DAY I STOP BREATHING

 

ბერლინი მწვავე გამოწვევების წინაშე დგას, რაც  მაცხოვრებლების რაოდენობის ზრდით და საცხოვრებელი ადგილების არარსებობითაა გამოწვეული. სიტუაციიდან გამომდინარე, ინვესტორები ცდილობენ მიტოვებული ადგილების ათვისებას და ოფისებად გადაკეთებას. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბერლინში 100 მდე კლუბი დაიხურა და ამჟამად 25 ზე მეტი იგივე პრობლემის წინაშე იმყოფება.

ახალ წელს სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბისთვის Griessmuehle შესაძლოა ეს ბოლო საახალწლო ღონისძიება იყო, რის შემდეგაც ვიზიტორებმა და თანამშრომლებმა წამოიწყეს კამპანია “SAVE OUR SPACES”, #SaveGriessmuehle. როგორც ირკვევა, კლუბის ახალი მეპატრონეები აპირებენ რებრენდინგს და ტერიტორიის სხვა მიზნებისთვის გამოყენებას, რასაც მაცხოვრებლების მხრიდან საპროტესტო აქცია მოჰყვა. ასობით ადამიანი შეიკრიბა ოთხშაბათს ნოიკიოლნში, ბერლინში, რათა გაეპროტესტებინათ საყვარელი კლუბის დახურვა. 4 საათისთვის ახალგაზრდა მოცეკვავეები, ძველი თაობის წარმომადგენლები და ეტლიანი დედები შეიკრიბნენ ალმებით და ლოზუნგებით ხელში: "მოგვეცით ცეკვის უფლება", ,,ყველა კლუბი ლამაზია”. ფალკო ლიეკემ, ნიუკომის მერის მოადგილემ, მცირე სცენიდან მიმართა ხალხს და განაცხადა, რომ - კლუბკულტურა არის კულტურა!  რასაც შეკრებილი პროტესტანტების მხრიდან, ხმამაღალი შეძახილები და აპლოდისმენტები მოჰყვა. 

"არანაირი მიზეზი არ არსებობს, თუ რატომ არ უნდა ფუნქციონირებდეს კლუბი ჩვეულებისამებრ, რა აზრი აქვს  სივრცის ვაკანტურად დატოვებას? ეს სირცხვილია, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც იქ  ხდება. ეს ხომ მხოლოდ მუსიკალური ღონისძიებები არ არის, აქ ასევე მოძრავი კინო და flea  მარკეტია. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს სივრცე?  უსამართლობაა ყველას წინაშე”. განაცხადა კლუბის ერთ-ერთმა ვიზიტორმა.

 

საპროტესტო აქციას მნიშვნელოვანი განცხადება მოჰყვა Griessmuehle-ს დამფუძნებლისგან. ,,კლუბი ღია იქნება დამატებით ერთ შაბათ-კვირას, სადაც გაიმართება პოპულარული Cocktail d'Amore-ს დასკვნითი წვეულება”. ეს ნამდვილად დიდი ცვლილებაა, რადგან ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში, კლუბის მეპატრონეებმა გააუქმეს დახურვის ღონისძიება. მიუხედავად სასიხარულო განცხადებისა, რომელიც Cocktail d'Amore-ს დაბრუნებას ეხება, აღსანიშნავია რომ ამ დრომდე მთავარი პრობლემა უცვლელი რჩება.