warning
ამ ღონისძიებაზე ბილეთის შესაძენად,
საჭიროა გაიაროთ ვერიფიკაცია
Apply For Verification

ზოგადი წესები და პირობები

  • ონლაინ ბილეთის შეძენა შეუძლიათ რეგისტრაცია გავლილ მომხმარებლებს.

  • 18 წლამდე პირები ფესტივალზე არ დაიშვებიან.

  • ბილეთის შეძენა შესაძლებელია ვიზა და მასტერქარდის პლასტიკური ბარათებით.

  • ფესტივალზე მოსახვედრად აუცილებელია წარმოადგინოთ: ამობეჭდილი ბილეთი ან მასზე დატანილი QR კოდი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

  • გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება.

  • ფესტივალის მიმდინარეობის დროს არ უნდა გამოიყენოთ ტელეფონის ფლეშ სანათი.

  • ფესტივალის ტერიტორიაზე დატოვებულ ნივთებზე ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს.

  • ტერიტორიაზე აკრძალულია ცივი იარაღების, ფეთქებადი და აალებადი ნივთების შეტანა.

Generic Terms and Conditions

  • Only registered users can purchase online tickets.

  • People below the age of 18 will not be allowed at the festival.

  • It is possible to purchase tickets with a Visa and MasterCard plastic cards.

  • To get to the festival, you need to have printed ticket or a QR code and an ID card.

  • Purchased tickets can not be returned.

  • You are not allowed to use flashlights during the festival

  • The administration doesn’t take responsibility for the items left at the festival

  • It is prohibited to bring cold weapons, explosive/flammable materials.

NEWHAM-ის საბჭომ კლუბ FOLD-ს მუშაობის ლიცენზია შეუწყვიტა.

 NEWHAM-ის საბჭომ კლუბ FOLD-ს მუშაობის ლიცენზია შეუწყვიტა.

Canning Town-ის კლუბს შეუწყდა მუშაობის ლიცენზია. ფულის გათეთრების ბრალდებით, გამოძიებას დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტო აწარმოებს.


Canning Town-ის კლუბის ინსტაგრამ პოსტში, რომელიც ოთხშაბათ დილით გავრცელდა, ვკითხულობთ: გასულ ღამეს, სერიოზული ბრალდებები წამოაყენეს ჩვენს და ადგილობრივი სალიცენზიო საბჭოს მიმართ, რის შედეგადაც შეგვიჩერდა მუშაობის უფლება და მოხდა კლუბის დაუყონებლივ დახურვა სამართლიანი გამოძიების გარეშე. კლუბი უარყოფს მათ მიმართ წამოყენებულ ყველა ბრალდებას, მათ შორის კონკრეტულ, ფულის გაყალბების ბრალდებას, რომელიც არის  თავად FOLD-ის  და ასევე მისი თანამშრომლების  წინააღმდეგ.   FOLD დარწმუნებულია, რომ პოლიცია  აუცილებლად წარადგენს დასკვნას, რომ კლუბის საქმიანობაში არაფერი უკანონო არ ყოფილა. სხვა შემთხვევაში კი თავად  განაგრძობენ ბრძოლას სიმართლის დამტკიცებამდე, რადგან ყოველგვარი ბრალდება უსაფუძლოა.

 

საზოგადოებრივი იურიდიული დოკუმენტების თანახმად  ნიუჰემის საბჭოდან, FOLD-ის უძრავი ქონების ლიცენზია განხილვის ქვეშ არის, იმ მოტივით, რომ უმცროსი პოლიციელის აზრით, შენობა ასოცირდება სერიოზულ დანაშაულთან. სხვა სასამართლო დოკუმენტი, კიდევ უფრო განმარტავს დანაშაულის ეროვნული სააგენტოს გამოძიებას, რაც სავარაუდო თაღლითობას გულისხმობს. საუბარია  200 000 ევროს ღირებულების მასალაზე, რომელიც DJ აღჭურვილობას ეხება. დაკავებულია კლუბთან ასოცირებული ორი ადამიანი, მათ შორის, შენობის ლიცენზიის მფლობელი და შპს „Artsintheeast“-ის დირექტორი, ლაშა ჟორჟოლიანი, რომელსაც ბრალად ედება ფულის გათეთრების შეთქმულებაში მონაწილეობა. ჩვენ დავუკავშირდით ლაშა ჟორჟოლიანს, რომელმაც სატელოფონო საუბრისას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ დამატებით ინფორმაციას სოციალური გვერდის საშუალებით მოგვაწვდის უახლოეს დღეებში. RA-თან კომენტარი გააკეთა ლონდონის ღამის მეფედ წოდებულმა Amy Lame-მა: „ჩემთვის ცნობილია, რომ FOLD-ს შეუჩერდა ლიცენზია. მე კონტაქტი მაქვს ვენიუსთან, ნიუჰემის საბჭოსთან და მეტროპოლიტენის პოლიციასთან ამ საკითხთან დაკავშირებით“ .

 

FOLD არ დანებდება სანამ სამართლიანობა არ აღდგება. გააგრძელებს არსებობას, როგორც ინკლუზიური ვენიუ, რომელიც ქმნის უსაფრთხო გარემოს LGBTQ და სხვა უმცირესობებისთვის.