warning
ამ ღონისძიებაზე ბილეთის შესაძენად,
საჭიროა გაიაროთ ვერიფიკაცია
Apply For Verification

ზოგადი წესები და პირობები

  • ონლაინ ბილეთის შეძენა შეუძლიათ რეგისტრაცია გავლილ მომხმარებლებს.

  • 18 წლამდე პირები ფესტივალზე არ დაიშვებიან.

  • ბილეთის შეძენა შესაძლებელია ვიზა და მასტერქარდის პლასტიკური ბარათებით.

  • ფესტივალზე მოსახვედრად აუცილებელია წარმოადგინოთ: ამობეჭდილი ბილეთი ან მასზე დატანილი QR კოდი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

  • გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება.

  • ფესტივალის მიმდინარეობის დროს არ უნდა გამოიყენოთ ტელეფონის ფლეშ სანათი.

  • ფესტივალის ტერიტორიაზე დატოვებულ ნივთებზე ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს.

  • ტერიტორიაზე აკრძალულია ცივი იარაღების, ფეთქებადი და აალებადი ნივთების შეტანა.

Generic Terms and Conditions

  • Only registered users can purchase online tickets.

  • People below the age of 18 will not be allowed at the festival.

  • It is possible to purchase tickets with a Visa and MasterCard plastic cards.

  • To get to the festival, you need to have printed ticket or a QR code and an ID card.

  • Purchased tickets can not be returned.

  • You are not allowed to use flashlights during the festival

  • The administration doesn’t take responsibility for the items left at the festival

  • It is prohibited to bring cold weapons, explosive/flammable materials.

SPACEHALL-ში რებრენდინგი დაიწყო

SPACEHALL-ში რებრენდინგი დაიწყო

SPACEHALL - საერთაშორისო მასშტაბის ბრენდია, რომელშიც ისეთ ცნობილ არტისტებს აქვთ დაკრული როგორებიც არიან: PEGGY GOU, AMELIE LENS, KOBOSIL, NICOLAS JAAR 

 

კლუბის ადმინისტრაცია გვატყობინებს,რომ რამდენიმე დღეა Spacehall-ში ცვლილებები დაიწყო.

,,ჩვენთვის  ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი აუდიტორიაა და სწორედ მათგან გვესმოდა პერიოდულად შენიშვნები. საუნდსისტემის აკუსტიკურ ნაწილთან, ხალხმრავლობასთან და სივრცის გაგრილებასთან  დაკავშირებით. ახალი სეზონიდან ვინც ჩვენთან ითანამშრომლებს, მოუწევს ლიმიტირებული ბილეთების გაყიდვა. რაც მოაგვარებს  ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ხალხმრავლობასთან დაკავშირებით. ასევე აკუსტიკურად დამონტაჟდება ხმის პანელები და შეიცვლება სავინტილაციო მილები.  რებრენდინგის პროცესი უკვე დაწყებულია და რამდენიმე დღეში დასრულდება. შევეცდებით ახალ სეზონს განახლებული ძალებით დავხვდეთ და ჩვენს აუდიტორიასა და არტისტებს მაქსიმალური კომფორტი შევთავაზოთ’’.  განაცხადა კლუბის დირექტორმა გური გოცაძემ. 

 

ასევე, ცვლილებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, ფესტივალ DECODER-ის წარმომადგენელმა. ,,მოგეხსენებათ ფესტივალი Spacehall-ის ხშირი ბინადარია, რაც ნიშნავს ერთ აუდიტორიას, ამიტომ ორმაგად ვგულშემატკივრობთ ამ სივრცეს და აქ მიმდინარე ცვლილებებს. ამის გარდა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 18 ოქტომბერს განახლებული Spacehall-ის დებიუტი, ჩვენი ღონისძიებით დაიწყება,სადაც მსოფლიოს წამყვანი არტისტი Black Coffee დაუკრავს ”.  დასძენს მირიან ჯეჯელავა.